დავით უსუფაშვილი - არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები, ხალხი გაწამებულია ცხოვრების პირობებით

დავით უსუფაშვილი - არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები, ხალხი გაწამებულია ცხოვრების პირობებით

access_time2020-07-27 19:45:32

არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები, მე არ მგონია, რომ ქართველ ხალხს ჟურნალისტები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები და ა.შ. ზოგადად, ქართველი ხალხი არის გაწამებული, შეწუხებული იმ ცხოვრების პირობებით, რაც ამ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაშია,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში დღის ნიუსრუმი პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

 

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობაში არანაირად არ არის მეტი უკმაყოფილება ბანკირებთან, ვიდრე პოლიტიკოსებთან.

 

„სწორედ ამისგან უნდა გამოვერკვეთ ჩვენ ყველანი. ამომრჩეველი გაწამებულია ცუდი ხელისუფლებებით იმიტომ, რომ ვერ ახერხებს იმ ფულის ისე დახარჯვას, რისთვისაც აიღო. ამომრჩეველი არის უმუშავერი და ამიტომ ვერ ახერხებს სესხის გადახდას. ამიტომ ხელისუფლებაა შესაცვლელი, რომ ფინანსური პრობლემების გამო ბანკებთან არ გვქონდეს პრეტენზია. მოსახლეობაში არანაირად მეტი უკმაყოფილება არ არის, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ჩვენ გვჭირდება კარგი ბანკირები, კარგი პოლიტიკოსები, კარგი ჟურნალისტები კონკრეტული საქმეებით და არა ზოგადად, რომ ბიზნესმენები ცუდები არიან“, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა: „მიშა და ბიძინა არ არის პრობლემა, პრობლემა მოსახლეობის ნიჰილიზმშია“.

 


უსუფაშვილმა გადაცემაში პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ რეიტინგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევაში მოცემული ციფრებს მიღმა ობიექტურ და სუბიექტურ რეალობას, ასევე კვლევებთან დაკავშირებულ ცდომილებებსაც ხედავს.

 

„ჩვენ საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე რაციონალურნი ვიყოთ და ამ ციფრებს მიღმა დავინახოთ ობიექტური რეალობა, სუბიექტურიც, კვლევებთან დაკავშირებული ცდომილებებიც და ა.შ. არცერთი კვლევა ბოლომდე რეალობას არ ასახავს. მე მგონია, რომ ჩვენ ვართ ახლოს დაგეგმილ მაჩვენებელთან, რაც საკმაოდ საინტერესოა. პიკი იქნება ოქტომბრის დასაწყისში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up