დავით უსუფაშვილი ანაკლიის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე - ეს ფინანსურ-პოლიტიკური ხელის გადაგრეხვის თემაა

დავით უსუფაშვილი ანაკლიის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე - ეს ფინანსურ-პოლიტიკური ხელის გადაგრეხვის თემაა

access_time2019-05-31 09:10:32

ანაკლიის პორტზე კონსტიტუციაში თუ ჩაწერე, ფული თუ გადაიხადე, მსოფლიოს თუ აცნობე, რომ ამას ვაკეთებთო, ახლა აქ რეებს თამაშობ? ეს არის ფინანსურ-პოლიტიკური ხელის გადაგრეხვების თემა ,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეთერში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მთავრობას სურს, საზოგადოება გააბითუროს და დააჯეროს ის, რაც სიმართლე არ არის.

„ზუსტად ვიცი, რომ ის, ვისაც ამ ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ევალება, ორი ბატი ვერ ანდობ, არათუ ორი პორტის საკითხის გადაწყვეტას. ხალხი, რომელმაც ჯერ ანაკლიის პორტი ჩაგვიწერა კონსტიტუციაში და კონსტიტუციური ვალდებულება აიღო, რომ ანაკლიაში რაღაც უნდა აშენდეს. მერე ძირის გამოთხრა დაუწყო თავის მიერვე კონსტიტუციაში ჩაწერილ პროექტს და ახლა სურს, რომ ჩვენ, ყველამ თავი ისე გავიბითუროთ, დავიჯეროთ ის ახსნა, რასაც გვეუბნებიან. არანაირად არ ეტყობა ბატონ კაკაურიძეს, რომ ის არის ისეთი პიროვნება, რომელსაც შეიძლება ადვილად რამე შეეშალოს, მარტივად რაღაც ქაღალდს ხელი მოწეროს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებებით პირველ რიგში ქვეყანა ზარალდება. უსუფაშვილის ფიქრობს, რომ ფოთის პორტის საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის ან მასთან დაახლოებული პირის ხელი ურევია.

„ახლა, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაა დაზარალებული. ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორები თუ დამფინანსებლები გადაირივნენ, რა ხდებაო. 21 მაისს შევხვდით მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ არ ვიცოდით ჩვენსავე უწყებაში, რომ 1 თვის წინ ამ ქაღალდზე ხელი იყო მოწერილიო. მაშინ, 21-ში რასაც ელაპარაკებოდნენ, რა ცოდნით, რა გარანტიით საუბრობდნენ? რაც შეეხება ფოთის პორტს, აქ ვიღაც ქართველი რომ რაღაცას ხიმანდრობდა, ეს კვალი აშკარად ჩანს და გაირკვევა. ვინმე ბრიუსელიდან, ტოკიოდან ან ვაშინგტონიდან ბატონ კაკაურიძეს ვერ მიუტანდა ამ დოკუმენტს - ხელი მომიწერეო. აქ ქართველის ხელი ურევია - ან ხელისუფლებაში მყოფის ან ხელისუფლებასთან დაახლოებულის. ფოთის პორტთანაც ხომ უამრავი ბიზნესწრეა დაკავშირებული, რომელთაც ვიღაცამ უპატაკა, რომ ქართული სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ გვაქვს რაღაც ქაღალდი და ვიწყებთ რაღაც საქმეს. ასე უცებ ხარვეზიანი აღმოჩნდა გადაწყვეტილება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი ფოთის პორტის შესაძლო ლობირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ვიღაცამ აღნიშნული დოკუმენტის არსებობს უზრუნველყო.


„თუ არ გავბითურდებით ისე, როგორც გვიპირებენ, მაშინ მარტივი რაღაც ჩანს. არსებობს რაღაც ძალა, ბიზნესპოლიტიკური ლობი, რომელმაც უზრუნველყო ის ქაღალდი, რომელსაც დღეს სასწრაფო წესით ხევენ. ამ ქაღალდის უზრუნველყოფას სჭირდებოდა საკმაოდ სერიოზული, მძლავრი ფინანსურ-პოლიტიკური ლობი, რომელმაც ამ დოკუმენტის არსებობა მოახერხა.



კონსტიტუციაში თუ ჩაწერე, ფული თუ გადაიხადე, მსოფლიოს თუ აცნობე რომ ამას ჩვენ ვაკეთებთ. ახლა აქ რეებს თამაშობ? ეს არის ფინანსურ-პოლიტიკური ხელის გადაგრეხვების თემა. ის, რასაც სახელმწიფო უნდა უპირისპირდებოდეს. მოძალადე სახელმწიფო ხომ არის უბედურება, მაგრამ ამაზე დიდი უბედურება ყოფილა ვირეშმაკობა“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.


დღეს საკითხს გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე.


როგორც მინისტრი განმარტავს, ის დოკუმენტი, რაც ფოთში ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მიიღო, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დარღვევებით გაიცა.


ipn





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up