დავით თვალაბეიშვილი - გვესმის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100%-ით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს - დღეს არსებული 35% საგანგაშოა

დავით თვალაბეიშვილი - გვესმის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100%-ით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს - დღეს არსებული 35% საგანგაშოა

access_time2021-04-23 23:40:00

რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის მიღების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება საჯარო ონლაინ დისკუსიაში, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობებსა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებს მიეძღვნა, აქცენტი გაკეთდა რუსეთისგან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. „საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს. ჩვენი ზოგიერთი მეზობლისთვის ენერგია არის პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ასე განსაზღვრავთ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე 10-15 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. კარგად გვესმის, რომ ვერასდროს შევძლებთ, დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 100 პროცენტით, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამჟამად ეს მაჩვენებელი არის 35 პროცენტი, რაც საგანგაშოა,“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ერთიანი ენერგოსისტემა აქვს, რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაა ჩართული, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, რომ ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი მოხმარების 100 პროცენტის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ანუ უნდა ჰქონდეს გენერაციის საშუალებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს თავის მოხმარებას. ყველას ჰქონდეს 100 პროცენტით თავისი გენერაციის შესატყვისი ინფრასტრუქტურა,“ - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო, რომელიც ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრია 2017 წლიდან, დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებასა და მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან ჰარმონიზაციას. გარდა ამისა, დავით თვალაბეიშვილის თქმით, საქართველო, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ქსელის ინტეგრაციაზე საერთო ევროპულთან და ინტენსიურად ამუშავებს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის სტრატეგიულ პროექტს.


„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ენერგოსექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც მსგავსი საკითხების მოგვარების წარმატებული გამოცდილება აქვთ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up