დავით თვალაბეიშვილი: „ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომა უმნიშვნელოვანესია

დავით თვალაბეიშვილი: „ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომა უმნიშვნელოვანესია

access_time2019-06-17 08:00:27

„ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სასტუმრო „რედისონში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საპროექტო ხელშეკრულებას. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.



დავით თვალაბეიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა KfW-ის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი და ბანკის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პროექტები, რომლებიც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომით ხორციელდება, მათ შორის, ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და სხვა, არის იმ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორში ახორციელებს. „იმ ფონზე, როცა ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ამისთვის ჩვენს ქვეყანაში შენდება გენერაციის ობიექტები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოებული ელექტროენერგიის ხარისხიანი გადაცემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და ჩვენ ამ მიმართულებასაც ვავითარებთ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ეს არის ნაბიჯები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის და რომლებსაც მივყავართ საქართველოს სრულ ენერგოდამოუკიდებლობამდე - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.




დავით თვალაბეიშვილის თქმით, „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ელექტროგადამცემი ქსელის სრული რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში, როგორც ქსელის გაჯანსაღების, ასევე ქვესადგურების რეაბილიტაციის კუთხით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს. პროექტები აქტიურ ფაზაში 2020 წელს შევა, ხოლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.



გერმანიის მთავრობის მიერ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, მიიმართება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების - ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ. 5,7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება ქ. ბათუმში 25 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, რაც ასევე, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას. 20 მილიონი ევრო - „პროფესიული განათლების პროგრამა - I პროექტის ფარგლებში, მოხმარდება პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას.



დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, დაახლოებით, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა , დაახლოებით, 345 მილიონ ევროს შეადგენს.








თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up