დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის უმნიშვნელოვანესი ეტაპია

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის უმნიშვნელოვანესი ეტაპია

access_time2020-02-06 22:50:36

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობისა და რისკების მართვის სასწავლო კურსის მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში. სასწავლო კურსი USAID - ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. მისი მონაწილეები გაეცნენ ენერგიით ვაჭრობის პროცედურებსა და ტექნოლოგიებს, ასევე ენერგიით ვაჭრობის მოდელირების სხვადასხვა მოსალოდნელ შედეგებს.


სერტიფიკატების გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღეს USAID - საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ.


„ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება იმ კომპლექსური ენერგეტიკული რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარ მიზნებსაც ქვეყანაში ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგენს. უშუალოდ ბირჟის დაფუძნება, რომლის საქმიანობა მალე აქტიურ ფაზაში გადავა, ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და რეფორმის სხვა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის.


საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დამფუძნებლები არიან სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და სს სისტემის კომერციული ოპერატორი, 50-50 პროცენტიანი თანამონაწილეობით. მისი დაფუძნება მოხდა ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში. ენერგეტიკული ბირჟის მთავარი ფუნქციაა: დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირება; ორმხრივი ხელშეკრულებების რეგისტრაცია, ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) ბაზრის ფორმირება, ოპერირება, ეტაპობრივ განვითარება და ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) პლატფორმის ადმინისტრირება; ელექტროენერგეტიკული ბაზრის სხვადასხვა კომპონენტების (დღით ადრე, დღიური, საბალანსო ბაზრები და საბითუმო საჯარო მომსახურების სფერო) ფინანსური ანგარიშსწორების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და ოპერირება; აგრეთვე ბაზრის მონაწილეების რეესტრის წარმოება.




ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მარეგულირებელი კომისიისთვის წარდგენა დასამტკიცებლად. ენერგეტიკულ ბირჟას კონსულტაციას უწევს და პროგრამულად უზრუნველყოფს ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანია ნორდ პულ კონსალტინგი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up