ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა

ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა

access_time2021-04-23 13:00:00

„2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. თვალაბეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ენერგოპოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, განხორციელებული რეფორმები და ის მიმართულებები, რაზეც საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს.

 

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს და მომავალს ჩვენ ვხედავთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკის სფეროს რეფორმირების კუთხით აღებული ვალდებულებების სრულ და უპირობო შესრულებაში - ამით მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ჩამოვაყალიბოთ გამჭვირვალე ბაზრები და ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ზრდას“ - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

 


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ძალიან ამბიციური რეფორმები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის არის ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერა და ა.შ.

 

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა. 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი. ეს, პირველ რიგში, ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომელსაც ვერ მიჰყვება გენერაციის ობიექტების განვითარების ტემპი და იძულებულები ვართ, გავზარდოთ იმპორტი. პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ჩვენი ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება გარე წყაროებზე, იმპორტზე და აუცილებლად საჭიროა ამის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური და გონივრული გამოყენება - ეს არის წყლის, ქარის და მზის რესურსები, მათ შორის რეზერვუარებიანი ანუ კაშხლიანი სადგურების მშენებლობა იმისთვის, რომ სისტემაში გვქონდეს რეზერვები და სწორედ რეზერვუარებიანი სადგურები გვაძლევს საშუალებას, მზის და ქარის გენერაციების პროექტების მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს ელექტროსისტემაში“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up