რამდენიმე ხნის წინ პარლამენტში შემოვიდა პეტიცია, სადაც აღწერილი იყო „ნამახვანჰესთან“ არსებული პრობლემები, რომელიც შესაბამისად იყო გადაგზავნილი როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროში, რათა ეპასუხათ იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ასახული იყო ამ პეტიციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისა განუცხადა.
დავით სონღულაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა, რომ ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოსახლეობას ადგილზე შეხვდნენ.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ცოტა უფრო მეტად კომუნიკაცია და აქტიურობა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა, რომ ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ადგილზე შეხვდნენ მოსახლეობას. გასცენ ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და აგრეთვე, საჭიროებიდან გამომდინარე და ამის საჭიროება დგას გაერთიანებულ კომიტეტშიც, მობრძანდნენ, შესაბამისად გვითხრან არსებული ვითარება და ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში იქნება.
კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ყველას ერთად გვიპასუხონ. ფაქტია, რომ კითხვები არსებობს, კითხვები საზოგადოებაში არსებობს გარემოს დაცვით ნაწილში. არსებობს შესაბამისი დასკვნები. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით არსებობს არგუმენტირებული და კომპეტენტური პასუხები, რომელიც საზოგადოებას უნდა მიეწოდოს. სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში იქნება შესაძლებლობა, ამ საკითხზე მინისტრები პარლამენტში მობრძანდნენ, - განაცხადა სონღულაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია სთხოვა.
imedinews.ge