დავით სონღულაშვილი - სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა

დავით სონღულაშვილი - სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა

access_time2020-10-04 15:30:00

„სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და წინ ბევრი საქმეა.



„მეამაყება და რა თქმა უნდა, ვღელავ, რადგან წარვსდექი ამაყი ქიზიყელების წინაშე. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ფაქტობრივად ყველა სოფელში, ყველა უბანში მივსულიყავი, გავცნობოდი იმ საჭიროებებს, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნია და მოსახლეობასთან ერთად დაგვეგეგმა შემდგომი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა, რითიც ნაბიჯ–ნაბიჯ შევუდგებით ამ გამოწვევების და არსებული პრობლემების გადაჭრას.



ზუსტად ვიცი რა საჭიროებები აქვს მუნიციპალიტეტს. სიღნაღელებთან ერთად დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, სიღნაღს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია. წნორელებთან ერთად ვგეგმავთ, როგორ შეიძლება წნორი იყოს აგროსამრეწველო ცენტრი. თითოეულ სოფელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფუნქცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ბოდბისხევის ტრადიციული ბაზარი, რომელიც საუკუნეზე მეტი ტრადიციის არის.




„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა. რომ დავდივარ სოფლებში ვხვდები ძალიან ბევრ სკოლებს, ბაღებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, რომლებიც ახალი გაკეთებულია. თითქმის სრულად გაზიფიცირდა ყველა სოფელი. ცალკე აღსანიშნია თვითონ წნორის მასშტაბური პროექტი, რომელიც 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. უკვე დაწყებულია დამატებით 13 სოფლის წყალმომარაგების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც, ალბათ, საბოლოო ჯამში უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გვქონდეს შესაძლებლობა 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის.



ამ ყველაფერთან ერთად არ მინდა გავექცე იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას და პრობლემებს, რომელიც განსაკუთრებულად გამოიყო. ეს არის საცხოვრებლისა და მიწების რეგისტრაციის პრობლემები, აუცილებლად ვიზრუნებ ამ საკითხზე, რომ დავაყენო შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები როგორც კი პარლამენტში შევალთ, რათა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მელიორაციის საკითხებზე, რომელშიც ცალსახად ვიქნები ჩართული, რომ ეს პროცესები სწრაფად წავიდეს.



როგორც პრემიერმა ბრძანა, ცალკე აღსანიშნავია ტურიზმი, რომელიც ალბათ პანდემიის შედეგად ერთ-ერთი დაზიანებული სექტორია და ერთად უნდა ვეძებოთ აქედან სწორი გამოსავალი, რომ ამ სექტორმა მალე შეძლოს რეაბილიტაცია რადგან ეს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იყო სიღნაღისთვის.



აუცილებლად უნდა გაგრძელდეს შემნახველი და გადამამუშავებელი პროექტების დაფინანსება სახელმწიფოსგან და მე, დავით სონღულაშვილმა მინდა გითხრათ თითოეულ მოქალაქეს, მზად ვარ ვისაც ექნება სურვილი, მივყვე ბოლომდე, რომ მაქსიმალურად შეძლონ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამებში.



ჩემო ქიზიყელებო ბევრი საქმე გველის წინ, რათა ვუპასუხოთ უკლებლივ ყველა იმ გამოწვევას რომელიც ჩვენს წინაშე დგას. გპირდებით რომ არ დავზოგავ არც ჩემს დროს და არც ენერგიას იმისთვის, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ერთად დაგეგმილ მიზანს.



ბატონო პრემიერო, თქვენ წინა გამოსვლაში ბრძანეთ, რომ აქტიური მაჟორიტარი ვიყავი და არ მოგასვენებთ ამ პერიოდის განმავლობაში. ადრე ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ვიყავი და ეხლა ოთხის ვარ, შესაბამისად უფრო უნდა გავაქტიურდე, სხვა უფლება არ მაქვს. სიღნაღში ბევრი რამ არის უნიკალური და გასაზიარებელი. ეს გალავანი, რომელსაც გადავხედავთ და 28 კოშკისგან შედგება, სიღნაღელების აშენებულია. ცალკე აღსანიშნავია ქვემო მაჩხაანის თეატრი, რომელიც მოსახლეობის შემოწირულობებით არის აშენებული მე-19 საუკუნეში.



სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა. მჯერა რომ თქვენთან ერთად, ჩემო სიღნაღელებო, შევძლებთ სიღნაღის წინსვლას. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ ვიზრუნოთ თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. ერთად საქართველოს წარმატებისთვის,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up