პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტს, ივა ჭყონიას და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა სადისტრიბუციო ბიზნესში არსებული გამოწვევები და აქტუალური საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობასა და ურთიერთობების დარეგულირებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აღნიშნულ პროცესში ჩართულ მხარეებთან კომიტეტს აქტიური კომუნიკაცია ექნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.