პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მას „შინაგანი რწმენა“ აქვს, რომ ამნისტიის კანონპროექტზე ყველა მხარის პოზიციები შეჯერდება.
რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილის, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონპროექტი მათთვის მიუღებელია და მხარს არ დაუჭერენ, როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან არგუმენტების გაცვლის საშუალებას იძლევა საკომიტეტო სხდომები და არა გარედან „შემოთვლა და მოძახილი“.
„შარლ მიშელის დოკუმენტი პოლიტიკური შეთანხმებაა და არა კანონპროექტის ჩარჩო. კანონპროექტი იქმნება აქ, პარლამენტში, კერძოდ, კომიტეტში. მეც მაქვს შინაგანი რწმენა, რომ პოზიციები დაახლოვდება.
საკომიტეტო მოსმენა და არა გარედან შემოთვლა, მოძახილი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ღიად, საჯაროდ მოხდეს არგუმენტების გაცვლა, ერთიან პოზიციაზე შეჯერება, მჯერა ასე იქნება“, - აღნიშნავს სერგეენკო.
IPN.GE