დავით სერგეენკოს მუშაობის 7 წელი

დავით სერგეენკოს მუშაობის 7 წელი

access_time2019-06-18 18:45:07

კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის მინიტრი პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა. დღეს მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.



საყოველთაო ჯანდაცვა


2012 წელს ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება მოსახლეობისთვის ახალი ერთი “გადამხდელის პრინციპზე” მომუშავე ჯანდაცვის სისტემის დანერგვა იყო. ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა, რის გამოც, მისკენ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართა. ცვლილებას მოქალაქეთა ე.წ. “კატასტროფული დანახარჯები” უნდა დაეფარა და მოეცვა ყველა, ვისაც კერძო სადაზღვევო პაკეტი არ ჰქონდა.


სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვა იყო დავით სერგეენკოს მინისტრობის ყველაზე მთავარი რეფორმა. ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ 2013 წლის 21 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება განისაზღვრა. პროგრამის შედეგად, მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე გაიზარდა, თუმცა კვლავ პრობლემად დარჩა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი.


ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას თან ბიუჯეტის მხრიდან გაზრდილი ხარჯვა მოჰყვა. საყოველთაო ჯანდაცვა თითქმის ყოველწლიურად იმაზე უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, რის გამოც, მთავრობამ 2017 წლის 9 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც დაახლოებით, 150,000 ადამიანი პროგრამიდან ამოვიდა. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვა აღარ წარმოადგენს საყოველთაო მოცვის მქონე ჯანდაცვის სისტემას. კიდევ ერთ პრობლემას სისტემაში სამედიცინო დაწესებულებათა მხრიდან ხარჯების ხელოვნური ზრდა წარმოადგენდა, რის გამოც სამინისტრომ მათზე სპეციალური სანქციების დაკისრება დაიწყო.


2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვას მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის მთავრობამ 100 მილიონი ლარი დაუმატა. 2016 წელს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მას ჯერ - 35, შემდეგ კი, 18 მილიონი ლარი დაუმატა. გადახარჯვა განმეორდა 2017 და 2018 წლებშიც. შარშან პროგრამის ფაქტობრივმა ხარჯმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2019 წლის ბიუჯეტით კი, ის 754 მილიონ ლარზეა დაგეგმილი - ეს უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი.


დღეს ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ შემადგენლობაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფუნქციებსაც აერთიანებს, გაერთიანებული სამინისტროს ასიგნებები კი 3.9 მილიარდ ლარს აჭარბებს. ეს ქვეყნის 12-მილიარდიანი ბიუჯეტის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს.


C ჰეპატიტის ელიმინაცია


საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, მოსახლეობის 7.7%-ს აქვს ეს ვირუსი.



სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.


პროგრამის დაწყებიდან, ანუ 2015 წლიდან, საქართველომ ამერიკული მხარისგან უსასყიდლოდ რამდენიმე მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულების მედიკამენტები მიიღო. პროგრამაში დაახლოებით 50,000 პაციენტი ჩაერთო, საიდანაც 44,000-ზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათ შორის განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.


თუმცა, 2018 წელს პროგრამაში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, ეს ახალ პაციენტთა დაბალი მიმართვიანობა იყო. იმისთვის, რათა ელიმინაციის მიზანი, დაგეგმილ ვადებში დამდგარიყო, თვეში 3500 ახალი პაციენტი უნდა ჩართულიყო ამ პროგრამაში. თუმცა, ახალ პაციენტთა ჩართვა ამაზე თითქმის სამჯერ ნაკლები იყო.


ამ შეფერხების გამო ძვირადღირებული მედიკამენტების ნაწილს ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს.


მას შემდეგ, სამინისტრომ საპასუხო ნაბიჯები გადადგა და მიმართვიანობის ზრდის მიზნით, სკრინინგის ღირებულება შეამცირა.


უფასო მედიკამენტები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს


BMG-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლო მიზეზად ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის წარუმატებლობა სახელდება.


პროგრამა, რომელიც 2017 წელს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შეიქმნა, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც ბიუჯეტით დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა.


ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას.


პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ პირებზეც გავრცელდა.


2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო, იმის მიუხედავად, რომ ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა დღეს 800,000-ს აღემატება (პენსიონერთა რაოდენობა, შშმ პირების რაოდენობა).


2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. ფაქტჩეკის ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.


სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივი გადახდა 1 მილიონ ლარამდეა.


ცნობისთვის: მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს წასვლის შემდეგ, ქართული ოცნების ყველაზე სტაჟიანი მინისტრი თეა წულუკიანია; სხვა სამინისტროების ხელმძღვანელები გასული წლების განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შეიცვალნენ.


დავით სერგეენკო მინისტრის პორტფელს დაემშვიდობა, მაგრამ ქართული ოცნების გუნდში რჩება და მუშაობას პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს.


BMG




ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...

ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში - ნომინაცია #მევქმნი

ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში - ნომინაცია #მევქმნი
access_time2019-12-10 12:05:01
ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაჯილდოვების ცერემონიაზე Welcome To Georgia 2019 სასტუმრო „ჯორჯია პალასი“  როგორც ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი დასახელდა.   სასტუმრო 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ნომინაციის ღირსეული გამარჯვებულია. ისტორიული თვალსაზრისით, სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ განლაგებულია იმ ადგილზე, სადაც ფუნქციონირებდა მე-20 საუკუნეში სახელგანთქმული სანატორიუმი „საქართველო“, რომელიც გავლენიან მაღალჩინოსნებში დიდი პოპულარობით...

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
access_time2019-12-10 12:10:27
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს...


მსგავსი სიახლეები

up