წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და რაც შესაბამისად, მნიშვნელოვანია პანდემიის ეფექტური მართვისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განხილვის თაობაზე მსჯელობდნენ.
მისი თქმით, ამ ცვლილების არსი საზოგადოებას უნდა ეცნობოს.
„ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე რამდენიმე წელია არსებობს გეგმურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდვაქცინასთან მიმართებაში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინასა და შესაბამისად, პანდემიის ეფექტურ მართვაზე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა.
imedinews.ge