დავით სერგეენკო თამბაქოს შესახებ კანონპროექტზე - სასწორის ერთ პინაზე ათასობით ადამიანის სიცოცხლეა, მეორე მხარეს - რომელიმე კომპანიის შემოსავლები

დავით სერგეენკო თამბაქოს შესახებ კანონპროექტზე - სასწორის ერთ პინაზე ათასობით ადამიანის სიცოცხლეა, მეორე მხარეს - რომელიმე კომპანიის შემოსავლები

access_time2017-02-23 12:30:05

თუ ვინმეს, კონკრეტულ სარეკლამო კომპანიას უნდა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მსჯელობა ციფრებში გადაიყვანოს, მე ამის გაკეთებაც შემიძლია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თამბაქოს შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც თამბაქოს, სარეკლამო და სარესტორნო ბიზნესისათვის მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

მინისტრის განცხადებით, სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს არის რომელიმე კომპანიის შემოსავლები. დავით სერგეენკოს განცხადებით, ალბათ გასაგებია, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

 


"თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ეს მოძრაობა დაწყებულია 2010 წელს, როცა მიღებული იქნა თამბაქოს კონტროლის კანონი, თუმცა იქ არ იყო გაწერილი რიგი პარამეტრები, რომელიც მჯერა, რომ ახლა უკვე კანონში ჩაიწერება. რაც შეეხება საკითხს, რომ ბიზნესს პრობლემები ექნება, ჩვენ ყოველთვის გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. აქ რეალურად სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს რომელიმე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სარეკლამო კომპანიის შემოსავლები. საით გადაიხრება გადაწყვეტილება, ალბათ გასაგებია. თუ ვინმეს, კონკრეტულ სარეკლამო კომპანიას უნდა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მსჯელობა ციფრებში გადაიყვანოს, მე ამის გაკეთებაც შემიძლია. თუმცა შედარება, რომელიც მოვიყვანე, ვერანაირი ღირებულება მათ შორის, ერთი, ორი ან რამდენიმე კომპანიის ბიუჯეტში შეტანილი მოგების გადასახადი დავუპირისპიროთ ყველაზე უფრო დიდ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლეს, მგონი, ამაზე მსჯელობაც ზედმეტი იქნება. მთავარი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი სწორად გათვლილი ნაბიჯებით მოხდეს ისე, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

ipn.ge



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე
access_time2020-09-23 13:40:46
რა გავლენა იქონია პანდემიამ ავტოიმპორტიორების ბიზნესზე და რა მოთხოვნები აქვთ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მთავრობასთან ? - საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საზღვრების ჩაკეტვით საქართველოში არსებულ 24 ათასზე მეტი ავტოიმპორტიორს გაკოტრების საშიშროება უდგას. „დღეს საქართველოში დაახლოებით...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...


მსგავსი სიახლეები

up