პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის პოზიცია ერთიანი და ჩამოყალიბებული იქნება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოისმინონ მათი არგუმენტაცია, დასაბუთება და გაითვალისწინონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„ასე წინასწარ პიჯაკის ჯიბეში არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ – არა მხარს მათ მოთხოვნას. როგორც ჩანს, სწორი იყო ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ამის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების მიმართვას მხარი უკვე ერთხელ არ დაუჭირა, როცა 51 ოპოზიციინერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.
1tv.ge