დავით სერგეენკო - მეტი საშუალება მექნება, სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული

დავით სერგეენკო - მეტი საშუალება მექნება, სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული

access_time2019-06-18 16:11:15

მეტი საშუალება მექნება, სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ახალ მინისტრს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, პრემიერთან რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები, რა იქნებოდა ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა სწორად დაგეგმილიყო, დანერგილიყო და განხორციელებულიყო.



„ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. ეს არ არის ერთჯერადი შეხედულება და ნამდვილად მჯერა ანალიზზე დაფუძნებულად, რომ რეფორმები ასე უკეთესად განვითარდება. ერთის მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებაზე და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მეორეს მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ მართლაც ძალიან რთული სისტემის მართვას, - განაცხადა დავით სერგეენკომ.




დავით სერგეენკომ ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, 2012 წელს, როგორც კი საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს თემა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან დიდი ყურადღებისა და მხარდაჭერის ქვეშ მოექცა.



პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს და აღნიშნა, რომ მათ ამ წლების განმავლობაში უზარმაზარი სამუშაო გასწიეს.



„მჯერა, რომ ეს სამუშაო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მინდა, ეკას ვუსურვო წარმატებები. ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სურვილი, რადგან მის წარმატებაზე დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობა და ნამდვილად მჯერა, რომ ეს ცვლილებები იქნება უკეთესი შედეგების მომტანი, - განაცხადა დავით სერგეენკომ.








Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

საავტომობილო გზების დეპარტამენტში “პოტენციური მკვლელები“ მუშაობენ - მორიგი ტრაგედია ქობულეთის შემოვლით გზაზე

საავტომობილო გზების  დეპარტამენტში “პოტენციური მკვლელები“ მუშაობენ - მორიგი ტრაგედია ქობულეთის შემოვლით გზაზე
access_time2019-07-16 11:00:47
„საავტომობილო გზების  დეპარტამენტში პოტენციური “მკვლელები“ მუშაობენ“— სტატიის ეს სათაური შესაძლოა ძალიან ემოციურია და  შესაძლოა გარკვეულწილად  ჟურნალისტურ ეთიკასაც არღვევს, მაგრამ „კომერსანტი“ ვერ მისცემს სხვა შეფასებას იმ ფაქტს, რომ საქართველოში საავტომობილო გზებზე არის საკმაოდ ბევრი  სახიფათო მონაკვეთი, სადაც უამრავი ტრაგედია ხდება და უამრავი ოჯახი...

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...


მსგავსი სიახლეები

up