დავით სერგეენკო - კერძო დაზღვეულების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნის გადაწყვეტილება არ შეიცვლება

დავით სერგეენკო - კერძო დაზღვეულების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნის გადაწყვეტილება არ შეიცვლება

access_time2017-02-16 17:30:49

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კერძო დაზღვევის მქონე პირების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან გამიჯვნის საკითხზე განმარტებას აკეთებს. როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს "შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ".

 

"2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზანი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მინისტრის თქმით, კომპანიებთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია, რომ მთავრობისთვის განახლებული ბაზები ყოფილიყო წარდგენილი. დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანიები აცხადებენ, რომ ბაზების წარსადგენად მზად არიან, თუმცა სინამდვილეში ამას არ აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის სათავედ სადაზღვევო კომპანიების მოგებას მიიჩნევს.

 

"ჩვენი გათვლით, არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემის ხარჯზე ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები. ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ზოგიერთი კომპანიის ანგარიშზე მიდის. ახლა კი, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკლარირებს, რომ უნდა მსჯელობა და საკითხის განხილვა, სინამდვილეში ეს არის დროის გაყვანის მცდელობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

მინისტრის განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ დავალება, რომ განახლებული ბაზები წარადგინონ 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით და ბაზების წარდგენის ბოლო ვადა 23 თებერვალია.

 

დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ სისტემის მოწესრიგების შემდეგ ბაზების განახლება უნდა გახდეს მუდმივი პროცესი, „თუმცა იმ ადამიანებს, ვინც კერძო დაზღვევას დაკარგავენ და საყოველთაო დაზღვევაში მოხვედრა მოუნდებათ, სერიოზული ბარიერები დახვდებათ მათი შემოსავლიდან გამომდინარე".

 

სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობის იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლითაც ხდება კერძო დაზღვეულების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ,,საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ" და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

 

 

ipn.ge



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up