დავით სერგეენკო - ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაციაზე უსაფრთხო, ეფექტური საშუალება კაცობრიობას არ შეუქმნია, ვიმედოვნებ, ვაქცინაციას ფართო მასშტაბით მოვიცავთ

დავით სერგეენკო - ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაციაზე უსაფრთხო, ეფექტური საშუალება კაცობრიობას არ შეუქმნია, ვიმედოვნებ, ვაქცინაციას ფართო მასშტაბით მოვიცავთ

access_time2021-03-16 14:20:00

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა.


მისივე თქმით, ამ მხრივ გუშინ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი დაიწყო.


„მოგეხსენებათ გუშინ საქართველოში დაიწყო პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი, ვაქცინაცია კოვიდინფექციის წინააღმდეგ. თუკი აქამდე პანდემიასთან ბრძოლისთვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღაბის, ხელების დამუშავების ინსტრუმენტები, ამას დაემატა უმძლავრესი ტექნოლოგია, ვაქცინაცია. შეგახსენებთ, ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, ვიდრე ვაქცინაციაა. პანდემიიდან და საკუთრივ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღეს ვაქცინაცია ალბათ ყველაზე სპეციფიკური სფერო გახდა. ერთი მხრივ, რთულად მოსაძებნი არის სხვა ისეთი ინდუსტრია, რომელიც აი, ასეთი დეტალური დაკვირვებისა და მონიტორინგის, შესწავლის საგანია და მეორე მხრივ, ვაქცინაცია თავისი მნიშვნელობით, შემადგენელით უკვე გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა. ეს ფაქტორები აუცილებლად არის გასათვალისწინებელი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.


ამასთან, ვაქცინებზე საუბრისას სერგეენკომ ხაზი გასუსვა, რომ ვაქცინა დეტალური კონტროლის ქვეშ არის როგორც ეფექტურობის, ისე გვერდითი მოვლენების კუთხით.


მისივე თქმით, ვაქცინა, რომელიც საქართვეოში იქნება გამოყენებული, მწარმოებელი ქვეყნის გარდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც უნდა იყოს აღიარებული.



„პირველი ჩემი თხოვნა, თუ გნებავთ უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, რომ ამ ინფორმაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ პროფესიონალებს, მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს არ არსებობს ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის როგორც ეფექტურობის, ისე გვერდითი მოვლენების კუთხით. მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული საქართველოში, გარდა იმისა, რომ მწარმოებელ ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული, ასევე აღიარებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ოფიციალური აღიარება ჰქონდეს ხარისხსა და უსაფრთხოებას.


„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ბრიტანული წარმოების, ბრიტანულ-შვედური წარმოების. ცნობისათვის, დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, დიდ ბრიტანეთში. იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას, რათა მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებით გამოჩნდება პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტი, როგორც სხვა ეპიდემიის შემთხვევებში იყო. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩემი მოწოდება, რომ ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ იქნება გაზიარებული, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტების, ექსპერტებისაგან. იდეალურ შემთხვევაში საერთოდ ელიმინირდეს ამ საკითხის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთანაც და ამთელ მსოფლიოშიც ძალიან მაღალია. იმედს ვიტოვებ, ჩვენი ქვეყანა წარმატებული იქნება პანდემიასთან ბრძოლაში. შევძლებთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეფექტურად დავიცვათ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.




1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up