დავით სერგეენკო – „ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა და ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“

დავით სერგეენკო – „ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა და ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“

access_time2020-10-29 15:30:00

„დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩემთვის მართლაც განსაკუთრებით ძვირფასია ეს შეხვედრა, სადაც მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის წევრიც მეც გახლავართ და რომლის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ამ წლების განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ  წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ გუნდთან ერთად ვარ და მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ჩვენ 31 ოქტომბერს, ორ დღეში, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. დარჩება ადამიანის უფლებები, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის უფლება ქვეყნის უმაღლეს პრიორიტეტად, თუ ეს პრიორიტეტი შეიცვლება. ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენგანის ხელშია და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ 31–ში ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია.



რაც შემეხება მე, ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის გადაწყვეტილებებმაც არა მარტო პოლიტიკურმა, არამედ რეალურმა მხარდაჭერამ, რეალურად გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ წლების განმავლობაში.




ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა და ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. თუმცა, ეს არის ის რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას, გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლე. ასევე მინდა დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი კოლეგების მიმართ, რომელთაც მართლაც გასაოცარი, ბრწყინვალე მუშაობა, ბრწყინვალე კომპეტენცია, სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოიჩინეს და ქვეყანა გადაარჩინეს დამანგრეველი ტალღისგან და მჯერა, რომ ჩვენ ერთად დგომით დავძლევთ ნებისმიერ გამოწვევას, როგორც ჯანდაცვის სფეროში ასევე ეკონომიკურ სფეროში, რადგანაც ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება, ადამიანის უფლებები, ადამიანის ჯანმრთელობა და მხარში დგომა ერთმანეთისადმი.



განსაკუთრებით მინდა გამოვყო, ამ სამი თვის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდი პრაქტიკულად უკვე დასრულდა და ამ სამი თვის განმავლობაში მე მქონდა ასეულობით შეხვედრა საბურთალოელებთან, საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან. მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, რადგან თითოეულმა მათგანმა ძალიან ბევრი რამე მასწავლა. ის პრიორიტეტები, რაც მქონდა განსაზღვრული პარლამენტში მუშაობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამდიდრდა იმ ხედვით, რაც მე მივიღე თითოეული მოქალაქისგან და ამისთვის მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ ყველას.



დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის, მზად ვარ, რომ თითოეული ის პრობლემა, თითოეული შესაძლებლობა რაც აქვს საბურთალოს რაიონს, რაც აქვს დედაქალაქს და საქართველოს გახდეს ასევე ჩემი ვალდებულება, მათზე ზრუნვა.



ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.








რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა
access_time2021-08-04 12:22:42
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ–ის ცნობით, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის...

ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს
access_time2021-08-04 13:00:55
ინფლაციის განაკვეთმა ივლისში ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა და 11.9%-ს მიაღწია. პირველადი მოხმარების თითქმის ყველა პროდუქტზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც ლარში უცვლელად შენარჩუნდა, რეალურად გაღარიბდნენ. 2021 წლის ივლისის 1000 ლარი მსყიდველუნარიანობით გასული წლის ივლისის 895 ლარს გაუტოლდა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში რაიმე ნივთსა თუ მომსახურებას აბსოლუტური...

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია
access_time2021-08-04 12:00:55
თემურ ჭყონია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მეტსახელის („ბოლი“. რედ.) გასაჯაროებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გუნდის შიგნით რა ხდება არ იცის, ხოლო გარეთ - ბიზნესმენთა წრეში, გახარიას ცუდი რეპუტაცია არ ჰქონდა.   „ნორმალური ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, არ მახსენდება შემთხვევები, ვინმეს რამე შეპირებოდა და არ შეესრულებინა. შეიძლება იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩემთვის უცნობია. როგორც წესი, ბიზნესომბუდსმენი ხელისუფლების მიერ ინიშნება, მაგრამ მისი...


მსგავსი სიახლეები

up