დავით სერგეენკო - ასე არ დავარქმევდი, რომ ქობულია მოხსნეს

დავით სერგეენკო - ასე არ დავარქმევდი, რომ ქობულია მოხსნეს

access_time2019-04-19 11:35:25

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვებას „მოხსნას" ვერ უწოდებს. ასე უპასუხა სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ მოხსნეს ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან.


„ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. ამ წლების განმავლობაში მინისტრების ცვლილებები სულ იყო და ნამდვილად ვიცი, მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი სამინისტროს ფუნქცია.


კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია,"-განაცხადა სერგეენკომ.


მისივე თქმით, კონსულტაციები სულ იმართება, თუმცა მინისტრი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.



„კონსულტაციები ხშირად არის ხოლმე, თუმცა მედიის დიდი პატივისცემის მიუხედავად, თავს ვალდებულად არ ვთვლი, ამ კონსულტაციების დეტალებზე საჯაროდ ვისაუბრო",- განაცხადა სერგეენკომ.


კითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მუშაობით, სერგეენკომ განაცხადა, რომ „ყველა კოლეგასთან ძალიან კოლეგიალური ურთიერთობა აქვს".


რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, სერგეენკოს თქმით, ეს ისედაც რეგულარულად ხდება.


„სამთავრობო ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც სულ იქნება. კონკრეტულად რა იქნება, ამის გაცხადება და ამ საკითხების მართვა ცალსახად პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარი იქნება მინისტრი, მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი“, - აღნიშნა სერგეენკომ.


მისივე თქმით, მას პრემიერსა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს შორის შესაძლო დაპირისპირების ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს.


IPN






თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up