დავით საგანელიძე:საკმაოდ დიდი სანათესო მყავს და ნებისმიერ პროექტში შეგიძლიათ ჩემი ნათესავები მოძებნოთ

დავით საგანელიძე:საკმაოდ დიდი სანათესო მყავს და ნებისმიერ პროექტში შეგიძლიათ ჩემი ნათესავები მოძებნოთ

access_time2016-02-08 18:19:32

საკმაოდ დიდი სანათესო მყავს და ნებისმიერ პროექტში, რასაც საპარტნიორო ფონდი აფინანასებს, ყველგან შეგიძლიათ ჩემი ნათესავები მოძებნოთ, - ასე გამოეხმაურა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საპარტნიორო ფონდი "ჰუმანითი ჯორჯიას", რომელშიც საგანელიძის ძმისშვილი მუშაობს, 30 მილიონ დოლარს აძლევს.


დავით საგანელიძე მიესალმა იმ პროექტს, რომელსაც "ჰუმანითი ჯორჯია" ახორციელებს და რომელიც მთავარ ამოცანად საქართველოში მედიკამენტების ფასის პირველ ეტაპზე მინიმუმ 30%-ით, ხოლო შემდეგ 50%-მდე შემცირებას ისახავს მიზნად.


"წლების განმავლობაში ბევრი ტელევიზია საუბრობდა იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არ ერევა იმაში, რომ მედიკამენტებზე ფასები გაზრდილია და მოსახლეობა უმძიმეს სიტუაციში ვარდება. დღეს მივაღწიეთ იმას, რომ მედიკამენტებზე ფასები უკვე მნიშვნელოვნად იკლებს. უახლოეს ხანში კიდევ მნიშვნელოვნად დაბალი ფასით 800 პრეპარატი შემოვა. მას შემდეგ, რაც ის ქარხანა შევა წარმოებაში, რომელსაც ჩვენ "ჰუმანითი ჯორჯიასთან" ერთად ვაშენებთ, ეს ფასები ალბათ, კიდევ უფრო განახევრდება. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან წარმატებული პროექტია", - განაცხადა საგანელიძემ.


რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, საგანელიძის თქმით, ეს ის თემა, რომელზეც მედიას შეუძლია ცალკე მონიტორინგი დააწესოს. 

"თუ რომელიმე მედიკამენტი იქნება ეჭვის ქვეშ ან ხარისხის კონტროლის სამსახური თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, შეგიძლიათ ეს კითხვა დასვათ. წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ ნებისმიერი პრეპარატი იყოს ხარისხის კონტროლის გარეშე ქვეყანაში შემოსული და მის მიმართ რაიმე კითხვები არსებობდეს", - განაცხადა საგანელიძემ.


მისივე განმარტებით, "ჰუმანითი ჯორჯია" "ჰუმანითი ჰოლდინგის" წარმომადგენლობაა, რომელიც საქართველოში დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ შეიქმნა.


"ჩემი ნათესავი და ძმის შვილი გიორგი საგანელიძე იმ კომპანიაში დაფუძნების დღიდან, ჯერ კიდევ იქიდან მუშაობს, როდესაც იმაზე ლაპარაკიც კი არ იყო, რომ მე საპარტნიორო ფონდში გადავიდოდი. ერთ-ერთმა ტელევიზიამ განაცხადა, რომ მისი სახელი და გვარი სადამფუძნებლო დოკუმენტაციაშია მოხსენიებული. ვიღაცამ გაიგო, რომ ალბათ, ამ კომპანიის აქციონერია. კიდევ კაი თვითონ აჩვენეს, რომ თარჯიმანი ყოფილა. ტექსტებს თარგმნიდა, რადგან ბრწყინვალედ იცის ინგლისური და ამერიკისა და ბრიტანეთის თითქმის ყველა უმაღესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული. ის კარგი სპეციალისტია. საპარტნიორო ფონდმა "ჰუმანითი ჯორჯიასთან" ერთი წლის - ჯერ კიდევ ჩემი წინამორბედის დროს დაიწყო ეს ურიერთობა და მე მივესალმები ამ წამოწყებას. ჩემს დროს ეს პროექტი გაგრძელდა. თუ ნათესაურ კავშირებს ეძებთ, მე საკმაოდ დიდი სანათესო მყავს და ნებისმიერი პროექტი, რომელსაც საპარტნიორო ფონდი აფინანასებს და მონაწილეობს, ყველგან შეგიძლიათ ჩემი ნათესავები მოძებნოთ, მე ყველათი ვამაყობ", - განაცხადა საგანელიძემ.


მისივე თქმით, საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ შედის სახელმწიფო სამედიცინო ინდუსტრიაში, რაზეც საგანელიძემ აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდის ფუნქცია სხვადასახვა ბიზნესის საწესდებო კაპიტალში შესვლა და კომპანიების გამაგრებაა, იქნება ეს ფარმაცევტული სფერო, სასტუმროების ქსელი, ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა და ა.შ.


"ეტყობა ფარმაციის სფეროში ზოგიერთმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ასეთი განგაში აეტეხა, რომ ისეთი დიდი მოგება არ ექნებათ, რაც ადრე ჰქონდათ და მათ ეს ცოტა გულზე მოხვდათ. ვთხოვდი, რომ ცოტა გეგმაზიომიერად და კარგად დაფიქრდენენ, როცა ასეთ თემებს ეხებიან", - განაცხადა საგანელიძემ. 

 

ინტერპრესნიუსის ინფორმაცია



არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up