დავით საგანელიძემ თბილისს რაჭიდან ჩამოტანილი უნიკალური ფიჭვის ნერგები აჩუქა

დავით საგანელიძემ თბილისს რაჭიდან ჩამოტანილი უნიკალური ფიჭვის ნერგები აჩუქა

access_time2019-12-15 18:35:32

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭიდან ჩამოტანილი, საკუთარი ეზოს, 4000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გამწვანების მიზნით, თბილისს ტრადიციულად წელსაც აჩუქა.


ფიჭვის ნერგები ამჯერად თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა ოჯახის წევრებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდის თანამშრომლებმა, „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.


„ეს ტრადიცია უკვე მეხუთე წელს ითვლის. რაჭიდან ჩემი ეზოდან გადმოგვაქვს ნერგები, ოჯახთან და ფონდის თანამშრომლებთან ერთად ყოველწლიურად ვრგავთ თბილისში სხვადასხვა ტერიტორიებზე. ამით ვცდილობთ, მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანისთის მნიშნელოვანია ქალაქში მწვანე საფარის დაცვა და გაფართოება, რათა ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ. მადლობა მინდა გადავუხადო „ჰუალინგ ჯგუფს“ დღევანდელ აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.


შეგახსენებთ, დავით საგანელიძემ 3000–ზე მეტი ფიჭვის ნერგი გასულ წელს ლისის ტბის მახლობლად, „ფრანგული კინო-სკოლის“ ფილიალის ტერიტორიასა და თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა. ხეების დარგვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.


(R)





მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up