დავით საგანელიძემ ქართულ-ჩეხურ ონკოლოგიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

დავით საგანელიძემ ქართულ-ჩეხურ ონკოლოგიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

access_time2018-09-21 18:36:08

„საპარტნიოროფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებისა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ქართულ-ჩეხურ ონკოლოგიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, მათ შორის, ჩეხეთის წამყვანმა ონკოლოგებმა, ჩეხეთის ონკოცენტრის დირექტორისა და ჩეხეთის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორი ანჟოლოუდეკის ხელმძღვანელობით.

სიმპოზიუმის მთავარი თემა ონკოლოგიის სფეროში მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, პრევენციული ღონისძიებები და დაავადებასთან ბრძოლის უახლესი მეთოდები იყო. ღონისძიების მიზანს ქართული ონკოლოგიის განვითარებაზე ზრუნვა და  მედიცინის ამ დარგის საერთაშორისო სტანდარტებისკენ სწრაფვა წარმოადგენს. სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სიმპოზიუმი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ გახსნა და მადლობა გადაუხადა დავით საგანელიძეს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო უნივერსიტეტის დახმარებისა და ხელშეწყობისთვის.

ქართულ-ჩეხური ონკოლოგიური სიმპოზიუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სიტყვით მიმართა. „საერთაშორისო ქართულ-ჩეხური, ონკოლოგიური სიმპოზიუმი კარგი შესაძლებლობაა, ქართველი და ჩეხი კოლეგების დაახლოების, უახლესი მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, ონკოლოგიის მკურნალობის ევროპული სტანდარტების დანერგვისთვის საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. დღეს საქართველოს ბიუჯეტის უდიდესი წილი სწორედ ჯანდაცვის სექტორზე მოდის და მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ამ სექტორში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის, რისთვისაც საჭიროა სამედიცინო განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე, ინტეგრაცია, რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.


შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ და საქართველოს ონკოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა გასულ წელს ჩეხეთის მასარუკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. რომლის მიზანიც ურთიერთდახმარების გააძლიერება, ასევე, კიბოს პრევენციისა და მკურნალობის სფეროში ხელშეწყობაა.


R






„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up