დავით საგანელიძემ PABSEC-ის საკომიტეტო სხდომებში  მიიღო მონაწილეობა

დავით საგანელიძემ PABSEC-ის საკომიტეტო სხდომებში მიიღო მონაწილეობა

access_time2019-05-15 16:14:57

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბათუმში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომებში  მონაწილეობს. დავით საგანელიძე სამუშაო სხდომებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით ესწრება.

 

PABSEC-ის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა, ასევე, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის კომიტეტებზე დელეგატები მსჯელობენ თემებზე: „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“, ასევე, ,,სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში".  

 

„PABSEC-ის საკომიტეტო სხდომის ფორმატში, განვიხილეთ საქართველოსთან, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მყოფ ქვეყნასთან  თანამშრომლობის მნიშვნელობა. აგრეთვე, ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობა, როგორებიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური მიმართულებები. ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცება და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში საქართველოს როლის გაზრდა“, განაცხადა დავით საგანელიძემ მედიასთან კომენტირებისას.


 

PABSEC-ის სხდომაზე დელეგატებმა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებასა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზების ჰარმონიზაციის შესახებ იმსჯელეს. ასევე, ხაზი გაესვა წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების პერსპექტივებს.

 

ორი დღის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი მსჯელობს. კომიტეტების ხსდომებში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა,  PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ დანელიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

 

(R)





PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები
access_time2019-05-19 10:00:22
დღეს ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები...


მსგავსი სიახლეები

up