დავით საგანელიძემ ესპანეთის ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

დავით საგანელიძემ ესპანეთის ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

access_time2016-04-18 16:16:42

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ცნობილი ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია DeRAZA Iberico  მოინახულეს და  საწარმოო პროცესი დაათვალიერეს. კომპანია  ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. 


ფონდის დელეგაცია კომპანიის დამფუძნებლებს რეხინო დიაზ დელ რიოსა და ლუის სანზ კასადოს შეხვდა. შეხვედრას ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. 


მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშითა და საერთაშორისო ბაზრებზე  მისი კომერციალიზაციის საკითხით არის დაინტერესებული. 


ფონდის დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოში აღიარებული  გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი კომპანია  Relais of Termal Group-ის  დამფუძნებელს, ესპანეთის ტურიზმის ხარისხის კონტროლის ინსტიტუტისა და ბალნეოლოგიური ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტს მიგელ მირონესს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა  საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამკურნალო ტურიზმის დარგში არსებული გამოცდილება გაუზიარეს. Relais of Termal Group-ი დამფუძნებელი მიგელ მირონესი    ფონდის მოწვევით საქართველოში  ჩამოსვლას ივნისში გეგმავს.



ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფონდის დელეგაცია საინვესტიციო ჯგუფ EEI Network -ის პარტნიორს პაბლო ბოტეიას შეხვდა. კომპანია ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე,  ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კომპანია EEI Network -ის პარტნიორი პაბლო ბატეიასი საქართველოს ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული. 


მადრიდში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა კომპანია Nemesis Сapital-ის მმართველ დირექტორებთან, ხოსე სანტოს ვალვერდესა და ანტონიო დურან ლოპესთან. ასევე, Inercia 24-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰუგო სანჩეს მუნოზთან.

 

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს ფონდის მუშაობის პრინციპები და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო.  საერთშორისო კომპანიების მთავარი საქმიანობა მსოფლიოს ტურისტული ქვეყნების შესწავლა და სასტუმროების ბიზნესში სტრატეგიული ინვესტორის მოძიებაა. 


აღნიშნული კომპანიები სხვადასხვა ფონდების კაპიტალს მართავენ და რენტაბელურ ბიზნესებში აბანდებენ. მათი ინტერესის სფერო მცირე და საშუალო ზომის ჰიდროსადგურების მშენებლობა და ტურისტული ინდუსტიის სექტორია. 


 

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის  საქმიანი ვიზიტი ესპანეთში დასრულდა.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up