დავით საგანელიძე: ყოველ ჩადებულ 1 დოლარში საპარტნიორო ფონდს მოზიდული აქვს 7 დოლარი - წამგებიანი რკინიგზა და სახელმწიფო ელექტროსისტემაა

დავით საგანელიძე: ყოველ ჩადებულ 1 დოლარში საპარტნიორო ფონდს მოზიდული აქვს 7 დოლარი - წამგებიანი რკინიგზა და სახელმწიფო ელექტროსისტემაა

access_time2019-05-27 14:30:18


საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ფონდის შვილობილი კომპანიების (საქართველოს რკინიგზა , სახელმწიფო ელექტროსისტემა) 400 მლნ. ლარზე მეტი ზარალი ფონდის ზარალად ჩაითვალა.
როგორც დავით საგანელიძემ, საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა, ზარალი აქტივების გაუფასურებით იყო განპირობებული. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული შვილობილი კომპანიების ზარალს გამოვრიცხავთ, უშუალოდ ფონდის მოგებამ 192 . 6 მილიონი ლარი შეადგინა.



„ საპარტნიორო ფონდში შემოდის ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. ყველა ამ კომპანიის აუდიტს აკეთებს ერთი კომპანია, რომელიც წლიურ ანგარიშს წარმოადგენს. საპარტნიორო ფონდმა 2017 წელი 481 მლნ. ლარიანი ზარალით დახურა. თუ ამოვიღებდით ჩვენ რკინიგზის და სახელმწიფო ელექტრო სისტემის ზარალს, საპარტნიორო ფონდმა მოგება მიიღო 192 ,6 მილიონი .



თუ განვიხილავთ უშუალოდ საპარტნიორო ფონდის დაფინანსებული პროექტებიდან მიღებულ მოგებას - ეს არის 18 , 6 მილიონი. თითოეულ პროექტზე ჩადებულ თანხას თუ გავასაშუალებთ, ამოვიღეთ 14 % . ეს მონაცემები იქნებოდა ბევრად უფრო მაღალი, რომ არა წამგებიანი პროექტები, მაგალითად რუხის სავაჭრო ცენტრი, რომელიც 15 მილიონი დაჯდა. პროექტი აქტუალური და საინტერესოა გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ მომგებიანი ვერასდროს იქნება. იგივე რომანოვების სასახლე, რომელიც ორი წლის წინ გადმოგვცა სახელმწიფომ, ვერც იგი იქნება წარმატებული. რაც შეეხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალს, რკინიგზის შემთხვევაში გაუფასურება მოხდა შემოვლითი გზის ბალანსში. შემოვლითი გზა, რომელიც შეფასდა არა ჩადებული თანხის ღირებულებით, არამედ მისი დღევანდელი ღირებულებით. შესაბამისად, ეს თანხა გადავიდა დაახლოებით ნახევარმილიონიან ზარალში.


ელექტროსისტემა თავიდანვე არის რეაბილიტაციის რეჟიმში . მას არასდროს ჰქონია არანაირი შემოსავალი . მხოლოდ თელასისგან მივიღეთ ერთხელ დივიდენდი.



ახდენს თუ არა ფონდი ინვესტიციის მოზიდვას? ყოველ ჩადებულ ერთ დოლარში მოზიდული გვაქვს შვიდი დოლარი. საპარტნიორო ფონდის მიერ ერთი დოლარის ინვესტიციას გარედან მოჰყვება 7 დოლარის ინვესტიცია , თუ საბოლოო ჯამში დავითვლით, დაახლოებით 330 მლნ. დოლარის ინვესტიცია გავაკეთეთ სხვადასხვა პროექტებში,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.



ბაჩო ადამია




ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს

ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-29 18:00:26
ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს„ სასტუმროს დამფუნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით,სასტუმრო მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნება. „აჭარა მწვანე ზონად გამოცხადდა,მაგრამ აქ ჩვენი სასტუმრო ყველაზე მწვანე ზონაა, რადგან ტერიტორია ასეთი შემოღობილი და დაცული მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ეს კი დამსვენებლებისთვის შემთხვევით პირებთან კონტაქტს...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...


მსგავსი სიახლეები

up