დავით საგანელიძე: ხელისუფლებამ შეასრულა დაპირება, რომ მედიცინის სფეროში სერიოზულ გადატრიალებას მოვახდენდით

დავით საგანელიძე: ხელისუფლებამ შეასრულა დაპირება, რომ მედიცინის სფეროში სერიოზულ გადატრიალებას მოვახდენდით

person access_time2016-04-05 17:32:36

ინტერვიუ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან


- რა პირობებით გადმოგეცათ რომანოვების სასახლე, როდის იქნება ღია და ვისთვის და რას აპირებთ ამ მიმართულებით? 


- ძალიან საპასუხისმგებლო და სერიოზული თემაა. საპარტნიორო ფონდისთვის დიდი პატივია, რომ მოვუაროთ საქართველოს საგანძურს- რომანოვების სასახლეს. შენობას სერიოზული რემონტი, აღდგენა და რესტავრაცია ჭირდება, რომელიც აუცილებლად მაღალი დონის სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ. ამ დღეებში მქონდა საუბარი კულტურის მინისტრთან და მასთან ერთად განვიხილე ადამიანების ის ჯგუფი, რომლებიც ჩართულები უნდა იყვნენ ამ პროცესში. 

 

- ეს ადამიანები კონკურსის წესით შეირჩევიან თუ საპარტნიორო ფონდი შეარჩევს? 


- რა თქმა უნდა, ჩვენი გემოვნებით არ შევარჩევთ. ეს არის უნიკალური ძეგლი და მიეკუთვნება იმ ნუსხას, რომლის მიხედვითაც ხდება მისი დაცვა. ჩვენ უბრალოდ ამაზე მეთვალყურეობას გამოვყოფთ. ამ პროცესებს ვფიქრობ 1 წელი არ ეყოფა, საუბარია იმაზე, რომ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდეს ყველაფრსი წესრიგში მოყვანა. ყველა დეტალის აღწერა უნდა მოხდეს და უნდა გაკეთდეს მუზეუმი, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ გაკეთდება სუვენირების სპეციალური პატარა მაღაზიები და კაფეები. ამ შენობის გარდა არის კიდევ გარკვეული ფართები, თუმცა ძეგლთა დაცვის ნუსხაში არ შედის. მიუხედავად ამისა, მოხდება მათი რეაბილიტაციაც და შენობები გადაეცემა მართვაში „რიქსოსს“. 


- ინფორმაცია გვაქვს, რომ დიდი ნაწილი „რიქსოსში“ თურქი თანამშრომლების გათავისუფლება მოხდა. რა მიზეზით და ხომ არ შეცვლის „რიქსოსთან“ დაკავშირებულ გეგმებს?


 - ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე ყველა იმ პროექტის შესწავლა, სადაც საპარტნიორო ფონდია შესული, მათ შორის იყო ეს სასტუმროც. ვნახეთ, რომ გარკვეული თემები და ელემენტები იყო მიუღებელი. არ ჯდებოდა იმ სტანდარტებში, რაშიც გვინდა რომ ჯდებოდეს ეს სასტუმრო. „რიქსოსი“ ძალიან წარმატებული თურქული ქსელია, მათ ხელმძღვანელებს არაერთხელ შევხვდი, ჩემი მოსაზრებები და პრეტენზიები დავაფიქსირე მათთან, რამაც გამოიწვია „რიქსოსის“ მიერ გენერალური მენეჯერის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება. 


-კონკრეტული პრეტენზიები რა იყო? 


- დეტალებზე ნუ დავწვრილმანდებით, იმიტომ რომ სასტუმროს მენეჯმენტი საკმაოდ რთული თემაა. ოთახების მოვლით დაწყებული, დამთავრებული ეზოს მოვლით ყველაფერი რთულია. 



- „კომერსანტმა“ გაავრცელა ექსკლუზივი, რომ დავით გამყრელიძის კომპანია IMG DEVELOPMENT–ი თეთნულდთან ახლოს სასტუმროს მშენებლობას აპირებს და ახლა მიმდინარეობს ფინანსების მოძიება. ხომ არ მოუმართავს საპარტნიორო ფონდისთვის და ფონდი ხომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას? 


- საპარტნიორო ფონდი განიხილავს ყველა პროექტს, რომელიც ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის სტრატეგიული იქნება. კონკრეტულად თეთნულდის თემასთან დაკავშირებით ამ თემაზე საუბარი დავით გამყრელიძესთან არ გვქონია. ბოლო წლის განმავლობაში მას 2–ჯერ შევხვდი, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. 


- საპარტნიორო ფონდის კორპორაციად გარდაქმნასთან დაკავშირებით რა ეტაპზეა მუშაობა და გაქვთ თუ არა მთავრობის მხარდაჭერა? 


- ამ თემასთან დაკავშირებით, რაც იყო გასაკეთებელი, მაქსიმალურად ამოვწურეთ, ანუ საუბარი ეხება იმას, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანულ ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად შევიმუშავეთ არამარტო კონცეფცია, არამედ კანონპროექტი ყველა თანმდევი დოკუმენტაციით, რომელიც შევიდა მთავრობაში. მთავრობამ უნდა განიხილოს, ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიური არის და ახლაც მიმდინარეობს, იმიტომ რომ ჩართულია ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გარკვეულწილად ქვეყნის ფინანსურ საკითხებს უწევს კოორდინაციას. შესაბამისად ახლა მთავრობის გადასაწყვეტია, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ. ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მთავრობა როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე იმოქმედებს. 


-ცენტრალური განმასხვავებელი ნიშანი რა არის, რითიც განსხვავდება ახალი კონცეფცია ძველი საპარტნიორო ფონდისგან და უკავშირდება თუ არა დაფინანსების სისტემასაც? 


- ძალიან რთულია სხვაობის თქმა ასეთ მოკლე ინტერვიუში. საპარტნიორო ფონდი დღეს არის სათაო სტრუქტურა ისეთი დიდი სტრატეგიული ობიექტების, როგორიცაა რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ელექტრო გადაცემა და „თელასის“ გარკვეული ნაწილები. საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტი იკვრება ამ ორგანიზაციების დივიდენდით. როცა ვსაუბრობთ, ბიუჯეტი აფინანსებს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით და გარკვეული ექსპერტების და სპეციალისტების ჯგუფიც თვლის, რომ ეს თანხები უმჯობესია მიდიოდეს ბიუჯეტში, ხოლო ისეთი სტრუქტურა, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, უნდა ფინანსდებოდეს პირდაპირ ბიუჯეტიდან. დაფინანსების სისტემა ასეთია, ანუ რეალურად ეს თანხები რასაც ჩვენ ამ ორგანიზაციებიდან ვღებულობთ, ბიუჯეტის გვერდის ავლით აკუმულირდება და ეს არის საპარტნიორო ფონდის შემოსავალი, რომელიც შემდეგ სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებში ახდენს განთავსებას.


ყველა ასეთი პროექტის დამტკიცება ხდება მთავრობაზე. არის კიდევ მოსაზრება, რომ ყველა ეს თანხა შედიოდეს ბიუჯეტში და ხდებოდეს ფიქსირებულად დაფინანსება. ასევე განსხვავებაა მართვაში, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არის ისევ მთავრობა და ის არის განმსაზღვრელი ფონდის საქმიანობის და მეორე შემთხვევაში დამოუკიდებელი სტრუქტურაა, როგორც ევროპაშია მიღებული. დამოუკიდებელი იმას არ ნიშნავს, რომ რასაც მოინდომებ, გააკეთებ. მის ბორდს ამტკიცებს პარლამენტი, ბორდში ავტომატურად შედის რამდენიმე მინისტრი, ახალ კონცეფციაში ბორდის წევრები რჩებიან ეკონომიკის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი, ხოლო ბორდის რამდენიმე წევრს ასევე ასახელებს და ამტკიცებს პარლამენტი და შესაბამისად ამ ბორდს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები და ბუნებრივია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა საზოგადოების და მთავრობის მხრიდან. 


- არაერთხელ ახსენეთ, რომ საპარტნიორო ფონდი ან საბოლოო ფორმით როგორც ჩამოყალიბდება, თავს შეიკავებს მომგებიან სექტორებში შესვლისგან და უფრო მეტად ისეთი სექტორებით დაინტერესდება, სადაც კერძო ინტერესი ნაკლებია. ეს დამოკიდებულება რჩება ძალაში? 


- დავაზუსტებ, ნამდვილად არ ვამბობთ, რომ მომგებიან სექტორებს არ დავაფინანსებთ, პირიქით, ყველა პროექტი, რომელიც ჩვენ უნდა დავაფინანსოთ, თავისთავად მომგებიანი უნდა იყოს. თუმცა ჩვენთვის არ უნდა იყოს განმსაზღვრელი რამდენად მომგებიანია. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის. ეს დარჩება და ყოველთვის იქნება ძირითადი განმსაზღვრელი საპარტნიორო ფონდი იქნება თუ განვითარების კორპორაცია. 


- დიმიტრი ქუმსიშვილმა ახსენა ერთ-ერთი ჩინური კომპანია, რომელიც უკვე გადმოვიდა საქართველოში იმისთვის რომ „დი სი ეფ თი ეი“-ს ბენეფიტებით ისარგებლოს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რომელ ჩინურ კომპანიაზეა საუბარი? 


- რა თქმა უნდა ინფორმაცია მაქვს, კონკრეტულად რომელს გულისხმობდა არ ვიცი, იმიტომ, რომ რამდენიმეა ასეთი. ზოგი განხორციელების სტადიაშია, ზოგი პროექტის ფაზაშია და ზოგის დაფინანსების წრე იქმნება. აბრეშუმის გზის პროექტმა, რომელშიც საქართველომ უკვე ჩვენი დიდი აქტიურობის შედეგად იპოვა თავისი ადგილი, ამან გამოიწვია, რომ სერიოზული ინტერესებია ამ მიმართულებით საქართველოში. ამ ყველაფრის გაგრძელება არის, რაც დღეს ხდებოდა მერიოტში აბრეშუმის გზის სავაჭრო პალატის შეხვედრის დროს. 


ეს შეხვედრება უნდა გაიმართოს ყველა წევრ ქვეყანაში და პირველად საქართველოში გაიმართა და ხვალ დილით დელეგაცია იქნება საპარტნიორო ფონდში და ხელმოწერა გვაქვს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. 


- კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სოლომონ მენაბდიშვილი აპირებს, რომ მიმართოს კონკურენციის სააგენტოს „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოწმების მოთხოვნით, მაგრამ მთავარი კითხვა, რაც საპარტნიორო ფონდთან მიმართებით ჩნდება, არის ის თუ რატომ ენდო საპარტნიორო ფონდი იმ კომპანიას, რომლის დამფუძნებელი კომპანია 2 თვით ადრე დაარსდა, სანამ „ჰუმანითი“ საქართველოში დარეგისტრირდებოდა. რამ გამოიწვია თქვენი ნდობა? 


- ძალიან მიკვირს, რომ ჟურნალისტები ასეთ კითხვას სვამთ და ანალიზს არ აყოლებთ ხოლმე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თუ კითხვები გაუჩნდა, საერთოდ არ ნიშნავს, რომ რამე არასწორად ხდება. საუბარია თან იმაზე, რომ კონკურენტუნარიან გარემოს სწავლობს კონკურენციის სააგენტო. როცა წლების განმავლობაში, 10-15 წელი სულ იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე იყო და ფასები 200, 300 და 500% იყო მომატებული, ამაზე გამჭვირვალობა საქართველოს არ უსაუბრია. როცა ჩვენ დავიწყეთ ეს პროგრამა და კიდევ და კიდევ მაგრად გავაგრძელებთ და ფინალს დაგანახებთ რა იქნება, როცა ამ 2-3 თვეში აღმოჩნდა, რომ მედიკამენტებზე უცებ დაეცა 30%-ით მედიკამენტებზე ფასი, როცა აღმოჩნდა რომ მოსახლეობამ ამხელა შეღავათი ნახა, როცა აღმოჩნდა, რომ ათეულობით მილიონი ლარი უკვე დაზოგა და ამხელა შედეგი მივიღეთ, როცა საქმე ჯერ არ დაგვიწყია და კიდევ რამდენიმე ათეულობით პრეპარატია შემოსული და საერთო ჯამში 900-ზე მეტი პრეპარატი უნდა გამოუშვას იმ ფარმაცევტულმა ქარხანამ, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ, ახლა შეწუხდნენ ყველანი. გულზე ხომ არ მოხვდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა ის დაპირება, რომ მედიცინის სფეროში სერიოზულ გადატრიალებას მოვახდენთ?! 3 თვის წინ კი არ შეიქმნა კომპანია, ეს კორპორაცია ბევრი კომპანიისგან შედგება, რომლებმაც ბევრ ქვეყანაში გადადგეს სერიოზული ნაბიჯები და აქვთ დიდი გამოცდილება, მაგრამ კონსორციუმი შეიკრა ახლა, რომ საქართველოში ერთობლივად შემოსულიყვნენ.



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up