დავით საგანელიძე - წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო - ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვინც ბიუჯეტში ფული უნდა გავაჩინოთ

დავით საგანელიძე - წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო - ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვინც ბიუჯეტში ფული უნდა გავაჩინოთ

access_time2021-12-01 11:55:00

მე პირადად წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო. ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვინც ბიუჯეტში ფული უნდა გავაჩინოთ და არა მივიღოთ და ასეც ვაკეთებთ , - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“ შეხვედრისას განაცხადა.


შეხვედრის შემდეგ საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რეფორმირება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესი არ იქნება.


„ის ცვლილებები, რომელიც სავარაუდოდ, იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, იქნება პირველი ეტაპი იმიტომ, რომ ფონდი ბევრ საერთაშორისო ინსტიტუტთან და სახელმწიფო სტრუქტურასთან არის ურთიერთობებში, ამიტომ რთული იქნება ერთბაშად ყველაფრის გადაწყვეტა, ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ეს იქნება არცთუ ისე ხანგრძლივი პერიოდი. 2010-2011 წლებში შექმნილ ფონდს სულ სხვა ამოცანები და ფუნქცია ჰქონდა, ახლა აღარ არის საჭიროება, რომ ყველა მსხვილი საწარმო ერთ ფონდში იყოს თავმოყრილი. ამიტომ საჭიროა სტრუქტურის დაშლა და მიმართულების შეცვლა. ამ წლების განმავლობაში ფონდს სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ასევე შვილობილი კომპანიებიდან დივიდენდების სახით მიღებული აქვს 245 მილიონი დოლარი, რომელიც ჩადებულია სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების სახით. ამ 245-მა დოლარმა შეძლო და მოიზიდა 2,5 მილიარდი ამერიკული დოლარი. დასაქმდა ათასობით ადამიანი და ბიუჯეტში შესულია ასობით მილიონი. 3 წლის წინ სავალუტო ფონდთან შეთანხმებით მოხდა ფონდის საქმიანობის შეჩერება ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებამდე. პრემიერის ეს ინიციატივა ჩვენთვის არის ყველაზე კარგი. ჩვენ დღეს ერთი მხრივ „ვითვლებით“ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მმართველი კომპანია, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“, „გაზის და ნავთობის კორპორაციის“, მაგრამ არანაირ მართვაში არ ვმონაწილეობთ. წლის ბოლოს კი, მათი ბალანსები ჩვენს ბალანსში ითქვიფება და ხშირად ვერავის გაურკვევია შემოსავლები ვისი რა იყო და როგორ. პირველ რიგში, ეს არის გასასწორებელი. ამასთან, თუ ეს დამოუკიდებელი ფონდია და თავად უნდა წყვეტდეს საინვესტიციო და საკრედიტო პორტფელის მიმართულებებს, მაშინ მთავრობის უშუალო ჩარევა არ უნდა იყოს “, - განაცხადა საგანელიძემ.


ამასთან, მისივე თქმით, ფონდის რეორგანიზაციას ის 2016 წლიდან ითხოვდა, თუმცა, წინა პრემიერების მოუცლელობის გამო ეს ვერ მოხერხდა.


„ეს არ იყო წინა პრემიერების სისუსტე, მიზეზი მათი მოუცლელობა, თუმცა, ისინიც მიიჩნევდნენ, რომ ფონდს რეორგანიზაცია სჭირდება. არცერთ წინა პრემიერს გულგრილობაში არ დავადანაშაულებ, ან საკითხის ვერ დანახვაში, მაგრამ ვერ მოიცალეს ამ თემებისთვის. ვფიქრობ, ფონდი დაკარგულს აანაზღაურებს, თუ ჩვენ სწორი ფორმით რეფორმირებას მოვახდენთ“, - განაცხადა საგანელიძემ.


რაც შეეხება საპარტნიორო ფონდის დაფინანსების საკითხს, როგორც საგანელიძემ აღნიშნა, ეს ყველაზე რთული საკითხია და რამდენიმე ვარიანტი განიხილება.



„მე პირადად წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო. ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვინც ბიუჯეტში ფული უნდა გავაჩინოთ და არა მივიღოთ და ასეც ვაკეთებთ, ვაჩენთ ბიუჯეტში ფულს. ასევე შესაძლებელია, რომ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან გარკვეული პირობებით ავიღოთ თანხა, გავაჩინოთ ახალი ბიზნესები და ჩვენივე რესურსებით გავისტუმრებთ. ასევე, შესაძლებელია, რომ ის ობიექტები, რომელიც ჩვენვე დავაფინანსეთ და სახელმწიფოს გადავეცით, მაგრამ არ ვსაუბრობ სახელმწიფოს შვილობილი კომპანიებიდან დივიდენდზე, ჩვენივე შექმნილი პროექტებზე მაქვს საუბარი, იქიდან მივიღოთ დივიდენდი, ან დავიბრუნოთ ეს კომპანიები, ან გაიყიდოს და მათი ღირებულება ფონდის შემოსავალში გაჩნდეს. ეს ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტია ან ორივე ერთად. მესამე არის ის, რომ გაიყიდოს ფონდის აქციები და ამ აქციების გატანით მოხდეს ფონდის ფინანსური შევსება, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გზაა. მაგრამ აქ ვითვალისწინებ იმას, რომ ვინაიდან, ფონდის შვილობილი კომპანიები სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტებია ამ შემთხვევაში აქციების გაყიდვა ნიშნავს, რომ ყიდი მათ აქტივებსაც. ეს პოლიტიკური საკითხია და პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება. ამიტომ ამ საკითხს ჩვენ არ დავაყენებთ“, - განაცხადა საგანელიძემ.


მისივე თქმით, რეფორმირებულ ფონდში ის ისევ ხედავს „საქართველოს რკინიგზას“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაციას“.


„ეს გადაწყვეტილება რომ მივიღოთ ასე ერთი ხელის მოწერით ვერ მოხდება. ისინი თავიანთი ვალდებულებით არიან დატვირთულები და ამის უკან ფონდი დგას. დარჩებიან თუ გავლენ ისინი ფონდიდან, ამას თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარეები აქვს. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად ამაზე რაიმე რეცეპტი დავდოთ“, - განაცხადა საგანელიძემ.


ამასთან, საგანელიძემ აღნიშნა, რომ ჰიდროელექტროსადგურების და ტრადიციული ელექტროსადგურების მშენებლობაში საპარტნიორო ფონდი არ უნდა მონაწილეობდეს და ეს არის ენერგეტიკის ფონდის გადასაწყვეტი საკითხი.


„რაც შეეხება აღდგენითი, მწვანე ენერგეტიკულ პროექტებს, როგორიც არის ქარის, მზის, წყალბადი და ა.შ. პროექტები არის ჩვენი ფონდის საქმიანობის სფერო. ეს მაღალრისკიანი, მაგრამ მაღალმომგებიანი პროექტებია და გარემოს დაცვის მხრივაც უალტერნატივო პროექტებია“, - განაცხადა საგანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.


რაც შეეხება ფონდის მენეჯმენტში ცვლილებებს, როგორც საგანელიძე ამბობს, ეს თავისთავად მოხდება, თუ ბორდს პრემიერი აღარ უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში მინისტრებიც აღარ იქნებიან.


შეგახსენებთ, რომ ”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გუშინ განაცხადა. როგორც მან თქვა, ფონდის რესტრუქტურიზაცია მოხდება. აღნიშნულის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე თვეში დარეგისტრირდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ფარგლებში შეიცვლება მენეჯმენტ-სტრუქტურები - რებრენდინგის შემდეგ მას „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up