დავით საგანელიძე: თბილისში ბოინგის, ეარბასისა და სხვა ავიაგიგანტების თვითმფრინავების ნაწილები დამზადდება

დავით საგანელიძე: თბილისში ბოინგის, ეარბასისა და სხვა ავიაგიგანტების თვითმფრინავების ნაწილები დამზადდება

person access_time2016-03-09 15:20:25

თბილისში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტს Elbit Cyclone-ი საქართველოს საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით ქარხანა საქართველოში 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე 60 სპეციალისტს დაასაქმებს. თუმცა საბოლოოდ დაგეგმილია, რომ 85 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტი 300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე და სხვა თემებზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე გადაცემა „ბიზნესკონტაქტს“ ესაუბრა. 


- პირველ რიგში დაანონსებული თემა - თვითმფრინავების ნაწილები, რომელიც საკმაოდ ამბიციური პროექტია. როდის უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით?


– თქვენ ბრძანეთ თვითმფირნავები, მაგრამ თუ შეიძლება დავაზუსტებ, იმიტომ რომ თვითმფრინავიც არის და თვითმფრინავიც. საქმე ეხება ისეთ გიგანტებს, როგორიცაა ბოინგი, ეარბასი, ბომბარდირი, გოლფსტრიმი და ა.შ. 7 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა სპეციალური მასალებით შექმნილი კარები, ავტომატური სისტემით დახურვის, გერმეტიზაციით და ა.შ. სწორედ ასეთი მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს ახლა თბილისში, აეროპორტთან ახლოს. ესაა ისრაელის ერთ-ერთი კომპანია, რომლის ინიციატივითაც ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად,  დაახლოებით წელიწადნახევარში ქარხანა იქნება ამოქმედებული. თქვენ ბრძანეთ ის რაოდენობა, რაზეც ვიცე ადრე ვიცე-პრემიერი საუბრობდა, რომ დასაქმების მხრივ რა მოცულობა იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება  ძალიან სერიოზული საექსპორტო პოტენციალი და ასეთ უზარმაზარ სფეროში საქართველო მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის.  იქნება საშუალება დამატებით ამ მიმართულებით სხვა სეგმენტებშიც შევიდეთ.


- არის თუ არა წინასწარ მოხაზული საექსპორტო ბაზრები, რომელ ქვეყნებში გავა საქართველოში დამზადებული პროდუქცია კონკრეტულად ამ მიმართულებით?


- თავისთავად ცხადია, როცა პრეტენზია გაქვს, რომ ამ ავიაკომპანიებთან იმუშაო და ეს პროდუქცია დაამზადო, უკვე კონტრაქტები უნდა გქონდეს, ეს კონტრაქტები უკვე მზადაა, 2018 წლიდან თუ რომელ ავიაგიგანტს რა რაოდენობით და  რომელი დეტალი უნდა მივაწოდოთ. ამიტომ ჩვენ, გვინდა–რ გვინდა, 24 საათი რომ მოგვიწიოს მუშაობა, ამ ვადებში უნდა ჩავეტიოთ, იმიტომ რომ 2018 წლიდან ჩვენ გვაქვს უკვე კონტრაქტები, რომლებიც უნდა დავაკმაყოფილოთ.


- საკმაოდ საინტერესო პროექტები ხორციელდება და ასევე დაანონსებულია საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ. დაწყებული ჰოსპიტალური მედიცინის განვითარების კუთხით, ასევე სასტუმროების განვითარების კუთხით. თუ შეგიძლიათ ამ  ეტაპისთვის, გამოყოთ რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, რომელიც უკვე დაიძრა და ახლო მომავალში კონკრეტულ ინვესტიციებს, კონკრეტულ დასაქმებულ თანამოქალაქეებს და ასევე და მეტ ბენეფიტს უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?  



- მინდა გითხრათ, რომ საპარტნიორო ფონდი მთელი სიმძლავრით მუშაობს. მაქსიმალურად იყენებს ყველა პოტენციალს, რომელიც მას გააჩნია – ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც არსებობს  ფონდში და ის რესურსები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ. მინდა გითხრათ, რომ ბოლო ხანებში ძალიან მნიშვნელოვანი თემები წამოვიწყეთ. ეს ეხება პირველ რიგში სოფლის მეურნეობის თემებს. დავაფინანსეთ რამდენიმე ხილის გადამუშავების, სასათბურე მეურნეობის რამდენიმე პროექტი, განსაკუთრებით დასავლეთში. ახლა მუშავდება პროექტი, რომელიც დამტკიცდა უკვე სამეთვალყურეო საბჭოზე. ესაა  მარმარილოს ქვის და აგურის ქარხნის პროექტი. თქვენ ბრძანეთ სამედიცინო სექტორი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს, ძალიან ბევრი ოპონენტი გამოჩნდა. 


- Humanity Georgia-სთან დაკავშირებით მოიხსნა ის ბუნდოვანებები რაც არსებობდა?


– ალბათ „Humanity Georgia“-სთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვის ექნებათ ურწმუნო ადამიანებს და იმ ოპოზიციას, რომელსაც ნამდვილად შეიძლება არ მოსწონს ის შედეგი და ფაქტი, რაც რეალობაა. ყველა აღიარებს და ამას ვერსად გაურბიან, რომ 10-15 წლის განმავლობაში გამეფებული ის სიძვირე ფარმაცევტიკის ბაზარზე, რაც არსებობდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში სწორედ ამ კომპანიის შემოსვლით 30%-ით შემცირდა. ეს რეალობაა. რამდენით არ უნდა თქვან, რომ კითხვები ჩნდება იმაზე თუ ვინაა ეს კომპანია, ვინ შემოდის, ასევე ხარისხთან დაკავშირებული კითხვები უკვე პასუხგაცემულია. ფაქტი ვიცით, რომ გაიაფებულია მედიკამენტები და ესაა მთავარი.


- ეს რამდენად იქონიებს გავლენას ხანგრძლივ პერსპექტივაში იგივე ფასწარმოქმნის თვალსაზრისით?


– ძალიან კარგი კითხვაა. მედიკამენტების იმპორტი, რითიც დავიწყეთ, ეს იყო მხოლოდ დამატებითი ფაზა იმ პროექტის, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას, რომელიც უახლოეს ხანებში დაიწყება. საბოლოო დოკუმენტი ჯერ შემდგარი არ არის.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე 2018 წლისთვის ქარხანა დაიწყებს მუშაობას და გამოუშვებს 900-მდე სხვადასხვა დასახელების პრეპარატს. ძირითადი ეფექტი მაშინ ექნება ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გაიაფებას თუ მრავალი სახის პროდუქციის წარმოებას. მანამდე ჩვენ წელიწადნახევარი თუ ორი წელის რომ მოგვეგო, იმიტომ გაჩნდა ეტაპი, რომ ამ კომპანიისგან საქართველოში იაფი პრეპარატების შემოტანის და სწორედ ამან მოგვცა ის ეფექტი, რომ უკვე 30%-ით შემცირდა ბაზარზე მედიკამენტების ფასები. ხანგრძლივობას და გრძელ პერიოდში ამ პროექტის გაგრძელებას სწორედ ქარხანა უზრუნველყოფს.


- ასევე მინდა მიმოვიხილო სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები. ვიცი, რომ მიემგზავრებით აზიის განვითარების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, რამდენადაც ვიცი, თქვენ ძალიან ხშირად გაქვთ ხოლმე შეხვედრები ჩინელ ინვესტორებთან, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით არიან დაინტერესებულები. შესაბამისად მაინტერესებს პარალელები გავავლო ქვეყნის ეკონომიკურ გუნდის მუშაობასთან, მაგალითად ის ენა რითიც ესაუბრება ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს. ამ შემთხვევაში მოდის თანხმობაში საპარტნიორო ფონდის პოლიტიკასთან? არის ჰარმონიზებული და სწორხაზოვანი პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ეკონომიკური მიმართულებით განსაზღვრავს?


-  ამის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა.  მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა არსებობს ეკონომიკურ გუნდთან. დღეს მაგალითად არის ეკონომიკური საბჭო, რომლის წევრიც მე გახლავართ და სტრატეგია ეკონომიკურ საბჭოზე ისახება. ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად კვირაში რამდენჯერმე გვაქვს შეხვედრა და კონკრეტულ თემებს ერთად გავდივართ. აღარ ვსაუბრობ, რომ უკვე საკვანძო თემებს პრემიერთან განვიხილავთ. ენერგეტიკის მინისტრთან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემის განხილვა გვჭირდება და კონკრეტულად გეტყვით რამოდენიმეს. აზიაზე საუბრობდით, მაგრამ ევროპით დავიწყოთ. თურქეთი ევროპაა თუ აზია კაცმა არ იცის. ორი კვირის წინ ჩვენ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და ეკონომიკის სამინისტროს ჯგუფთან ერთად გვქონდა საკმაოდ საინტერესო სამდღიანი ვიზიტი თურქეთში. გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, შემდეგ ტექსტილის მიმართულებით მსხვილ 15 კომპანიასთან, მესამე დღე დავუთმეთ ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრას. სწორედ ეკონომიკის სამინისტროს ხედვები და ის პოტენციალი რაც საპარტნიორო ფონდს ერთად აქვს ერთობლივად იყო დაწყებული. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამის გაგრძელება იყო ჩემი ვიზიტი რუმინეთში, სადაც შევხვდი ძალიან საინტერესო ფონდს, რომელსაც ყოფილი ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობდა და მათთან ერთად ძალიან ბევრი სტრატეგიული გეგმა დავისახეთ შავი ზღვის რეგიონში. ერთ-ერთი კონტრაქტი, რომელიც თითქმის გაფორმებულია, ესაა საქართველოში ძალიან დიდი ხილის შესანახი სამაცივრე ქარხანა ან ბაზა, რომელიც დაახლოებით 20 ჰექტარზე გაშენდება და მოსახლეობისგან მიიღებს ხილს და შეინახავს გარკვეული პერიოდი. 16-ში მე მიწევს ჩასვლა ჰონგ–კონგში, სადაც 17-18-ში არის ძალიან დიდი ფორუმი და ჩვენდა სასახელოდ მინდა გითხრათ, რომ 18-ში სპეციალურად ერთი დღე მიძღვნილია საქართველოსთვის და საქართველოს შესახებ მე და ჩემი გუნდის წარმომადგენლებს გვექნება საშუალება უზარმაზარ აუდიტორიას მოვუყვეთ საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ, თუ რა პროექტები ხორციელდება, როგორია ჩვენი ქვეყნის რეიტინგები, როგორია საგადასახადო  სისტემა და ა.შ. იქნება მრგვალი მაგიდა და მსჯელობა ამ დეტალების შესახებ. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება სამდღიანი ვიზიტი ძიან ცის პროვინციაში, სადაც ჩვენ უკვე მოწერილი გვაქვს ხელშეკრულებაზე ხელი საქართველოში ორი მსხვილი საწარმოს შექმნის თაობაზე. ესაა კერამიკის წარმოება ქართული თიხით და საქართველოში ქურთუკების ფაბრიკა.


-  რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლება, პრემიერის ოთხ პუნქტიანი გეგმა და ა.შ.  ძალიან  ბევრი საუბრობს ამ თემებზე და იმ შესაძლო ბენეფიტზე, რაც შესაძლოა ქვეყანამ ამ ყველაფრისგან მიიღოს. თუმცა მთლიანობაში ძალიან ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს, რომ ძირითადი წნეხი ე.წ. იაფი კაპიტალის მოპოვების თვალსაზრისით გადის კომერციულ ბანკებზე და კომერციული ბანკები, რისკ ჯგუფები, რომლებიც კომერციულ ბანკებში ფუნქციონირებენ როგორც წესი ნაკლებად აკრედიტებენ სტარტაპებს. არის თუ არა ქვეყანაში უმთავრესი პრობლემა ის, რომ არ არსებობს ალტერნატიული  ფინანსური რესურსი? 


- პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თვითონ არის ბანკირი. ამიტომ კარგად იცის ეს სფერო და პრობლემები, ზუსტად პოულობს თუ როგორ უნდა მოხდეს განვითარება და რაც შეიძლება სწრაფად. რაც შეეხება ოთხ პუნქტიან გეგმას, ამ გეგმიდან ორი პუნქტი საპარტნიორო ფონდს დაგვევალა. პირველი არის ექსპორტის განვითარების სააგენტოს შექმნა. თითქმის ყველაფერი დამთავრებულია. მეორე არის სტარტაპების დაფინანსება. სტარტაპების დაფინანსების კონცეფცია ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკურ საბჭოზე გვქონდა კიდეც განხილვა. მოწონებული იქნა მთლიანად კონცეფცია. ალბათ ძალიან მალე ჩვენ ამას გამოვიტანთ ფართო განხილვის საგნად და ვფიქრობ, რომ დაახლოებით ორ თვეში საპარტნიორო ფონდი დაიწყებს ამ პროექტის განხორციელებას. ის რესურსი, რომელიც არსებობს კერძო საბანკო სფეროში და არ არის სტარტაპებზე მიმართული, იმიტომ რომ მაღალი რისკებია, კერძო საბანკო სისტემა თავს იკავებს დაფინანსებისგან. აქ ჩაერთვება საპარტნიორო ფონდი თავისი რესურსით, რომ ეს რისკები კერძო საბანკო სექტორისთვის მოხსნას და გაუჩინოს ახალი კლიენტები, ახალი ორგანიზაციები, რომ კერძო საბანკო სისტემაში განთავსებული ფულის განთავსება მოხდეს სტარტაპებში. 



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up