დავით საგანელიძე: „საქართველოს რეგიონებში  აქტიურად უნდა გაგრძელდეს არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება“

დავით საგანელიძე: „საქართველოს რეგიონებში აქტიურად უნდა გაგრძელდეს არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება“

access_time2019-09-11 18:15:26

„საპარტნიორო ფონდმა“ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან და სტუდენტებთან ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის, „სტარტაპ საქართველოსა“ და „ საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ (GIRDC) პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართა.


საქართველოს რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა „საპარტნიორო ფონდის“, როგორც სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების გააქტიურების მიზნით „საპარტნიორო ფონდი“ ბათუმში შეხვედრებს მართავს.


„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აუდიტორიას სიტყვით „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს. სტუდენტებთან ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესის განვითარების შესახებ პრეზენტაცია „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ გამართა.


დავით საგანელიძემ სტუდენტებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და რეგიონში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე, მათი იმპლემენტაციის მექანიზმებზე, ასევე, ფინანსების ხელმისაწვდომობასა და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლზე გაამახვილა ყურადღება.


“მე მოხარული ვარ, რომ საპარტნიორო ფონდი ახორციელებს “სტარტაპ საქართველოს” პროგრამას და ამ პროექტის ფარგლებში თითოეულ თქვენგანს შეუძლია იყოს გლობალური პროგრესის ნაწილი, იყოს ინოვაციების, ტექნოლოგიების შემქმნელი და შემოქმედი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ეკონომიკის ხელშეწყობა და ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ჩართული და სახელმწიფოს მხრიდან შეიქმნას ყველა ის ინსტრუმენტი და პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეების რეალიზებაში“, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.



„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმში ადგილობრივ ბიზნეს სექტორს შეხვდა და ის მზა საინვესტიციო პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ბიზნესმენებს სიტყვით მიმართეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ. ფონდის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმცია შეხვედრის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ მიაწოდა.


დავით საგანელიძე ადგილობრივ ბიზნესმენებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებზე ესაუბრა. „საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება აქტიურად უნდა გაგრძელდეს, აჭარაში მხოლოდ ტურისტული შესაძლებლობები არ უნდა განვიხილოთ. ეს რეგიონი ინვესტორებისთვის სხვადასხვა წარმოების განვითარებისთვის არის საინტერესო, მათ შორის მეთევზეობის, ციტრუსის დამამუშავებელი, ბუნებრივი რესურსების გამოყენების და სხვა. დღეს ჩვენ ჩამოვედით კვლევებზე დაფუძნებული მზა პროექტებით, რომელსაც ბიზნესს ვთავაზობთ“, განაცხადა დავით საგანელიძემ.


ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები და კონკრეტული პროექტები ბიზნეს სექტორს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ (GIRDC ) დირექტორმა მირიან გოგიაშვილმა და კომპანიის მენეჯმენტმა გააცნო.


საუბარი ეხება, აჭარაში რამდენიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხს. კერძოდ, აკვაკულტურისა და მეთევზეობის განვითარებას, მიდიების წარმოებას, ხილის დამამუშავებელი კომპლექსური წარმოების ხელშეწყობას, აჭარის მაღალმთიან რაიონებში რძის შეგროვებისა და გადამამუშავებელი საწარმოს, ასევე, სამშენებლო მასალების ქარხნის მშენებლობის საკითხებს.


„კომერსანტი“





forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...


მსგავსი სიახლეები

up