დავით საგანელიძე:  „საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“

დავით საგანელიძე: „საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“

access_time2017-09-09 10:25:35

„საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“, - ეს განცხადება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართულ „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნესსამიტზე“ გააკეთა, რომელშიც მსოფლიოს 70 -მდე ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს დელეგაცია.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფ ქართულ დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები არიან. დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს ასევე, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციას, როგორც ასამბლეისსპეციალური წარმომადგენელი„ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტებში.

 

სიანში გამართული „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის“ მთავარი თემა ეკონომიკური გლობალიზაცია, პარტნიორ ქვეყნებს შორის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, ფინანსური პლატფორმის ჩამოყალიბება და საუკუნის პროექტის  სტრატეგიული გეგმის განხილვა არის.

 

 „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტი“ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გაეროს სავაჭრო პალატების საპატიო თავმჯდომარემ, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და ნეპალის ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნეს. სამ დღიან სამიტს მაღალი რანგის ოფიციალური პირების გარდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ გამომსვლელებმა იმ ქვეყნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვთ ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის განვითარებაში. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დავით საგანელიძემ და აბრეშუმის გზის კორიდორში საქართველოს უდიდეს  როლსა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზეისაუბრა.


 

„დიდია საქართველოს როლიგლობალურ, საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი –  ერთი გზა”.  ჩვენი ქვეყანა როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის.საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული შანსი გაგვაჩნია. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც, - განაცხადა საგანელიძემ.  

 

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა აბრეშუმის გზის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები იყო. დისკუსიაში ქართულ მხარეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილენათია თურნავა, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი და  საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური წარმოადგენდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს ასევე, ვაჭრობისა და გლობალური განვითარების ასპექტებს.

 

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის“ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და აბრეშუმის გზის საერთაშორისო განვითარების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა.   მხარეებს შორის შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აბრეშუმის გზის საერთაშორისო განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დეივიდ კიანგმა მოაწერეს.

 

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტი“ სამ დღეს გასტანს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხირი შეხვედრები.სამიტს სხვადასხვა ქვეყნის მედიის წარომადგენლები ესწრებიან. საპარტნიორო ფინდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ადგილობრივ ტელეკომპანია „შანსის“პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

ფონდის ოფიციალური დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ნანჩანგისა და გუანჯოუს საქმიან წრეებთან შეხვედრები.

 

 

 



საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“
access_time2019-12-14 10:00:30
„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...


მსგავსი სიახლეები

up