დავით საგანელიძე: „საქართველო მსოფლიოს  ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს“

დავით საგანელიძე: „საქართველო მსოფლიოს ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს“

access_time2019-10-22 17:17:09

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი, საერთაშორისო ექსპერტებთან, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.


ფორუმის როლის შეფასებისას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს აჩვენებს ტოლერანტობის მაგალითს და წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს. ამასვე ადასტურებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის ნოურიელ რუბინის დღევანდელი სიტყვებიც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ძველი და ახალი აბრეშუმის გზის ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ისტორიული მიღწევის და გეოგრაფიული მდებარეობის სწორად წარმართვა, რასაც დღეს სახელმწიფო წარმატებით ახორციელებს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.


ფორუმი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ესწრება 2000-მდე სტუმარი 60 ქვეყნიდან, მათ შორის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.


„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი დანელიამ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ჩოლოყაშვილმა მონაწილეობა მიიღეს სადისკუსიო პანელში სახელწოდებით „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“, ხოლო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადგობა“.



ფორუმი, რომელიც წელს თბილისში უკვე მესამედ ტარდება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ტურიზმი. ასევე, ღონისძიების მიზანია, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, რომლის ფარგლებში, აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, განიხილონ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.


(R)





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up