დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის საკითხი პარლამენტში სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე განიხილება

დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის საკითხი პარლამენტში სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე განიხილება

access_time2019-06-04 19:45:23

საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის საპარლამენტო განხილვა სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე შედგება, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.

 

საგანელიძის შეფასებით, ფონდის რეფორმას, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და შეჩერდა, მოქმედი მთავრობის დიდი მხარდაჭერა აქვს და მისი განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაიწყება

 

„რამდენიმე დღეში ეკონომიკის ექსპერტებთან გვექნება შეხვედრა, შემდეგ ალბათ 13 ივნისს ბიზნესასოციაციასთან, 20 ივნისს ეკონომიკის საბჭოზე იგეგმება ამ თემის განხილვა მთავრობაში, რომელიც შემდეგ გარკვეულ კონცეფციას დაამტკიცებს. სამი სამუშაო ვარიანტი გვაქვს, სამივეში პოზიტიური ძვრებია, თუმცა არსებობს ხარვეზებიც. ამიტომ იგეგმება კონსულტაციები ექსპერტებთან, ბიზნესმენებთან, ბანკებთან, ეკონომიკის საბჭოსთან. ალბათ ზაფხულში საბოლოო დოკუმენტი ჩამოყალიბდება, რომელიც საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში შევა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის თქმით, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული ფინანსური მაჩვენებლები მომგებიანია, მაგრამ ფონდის მფლობელობაში არსებული წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები ფონდის იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს.

 


საგანელიძე განმარტავს, რომ ფონდი არც ერევა მის პორტფელში არსებული სახელმწიფო კომპანიების მართვაში, რაც ფონდის საქმიანობას დაბრკოლებებს უქმნის.

 

„ფონდის ძირითადი საქმიანობა არის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტორებთან ერთად გარკვეული პროექტების დაფინანსება. ჩვენ არასოდეს ვფლობთ 49 პროცენტზე მეტ აქციას, ანუ მინორიტარი აქციონერები ვართ და ძალიან მალე გამოვდივართ დაფინანსებული ბიზნესიდან, თანხა უკან გამოგვაქვს. შესაბამისად, როცა წლის ბოლოს ვნახავთ მოვიგეთ თუ წავაგეთ, ეს არის ჩვენი ციფრები. თუმცა არსებობს კონსოლიდირებული ბალანსი, სადაც ჩვენს მაჩვენებლებთან ერთად ხდება შვილობილი კომპანიების ბალანსის გაკეთებაც.  თუ „საქართველოს რკინიგზის“, „სახელმწიფო ელექტროსისტემის“, გაზისა და ნავთობის კორპორაციის და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ერთობლივ ბალანსს გავაკეთებთ, ფონდის საერთო ბალანსი არის წამგებიანი. საქმე ისაა, რომ ორმა კომპანიამ „საქართველოს რკინიგზამ“ და ელექტროსისტემამ წაგებით დახურეს წელი. ამ კომპანიებს ჩვენ არ ვმართავთ, მაგრამ როცა აუდიტორი აკეთებს დასკვნას, ერთიან ბალანსში მათი ციფრებიც შემოაქვს. ეს ორი კომპანია რომ არ იყოს ჩვენს შემადგენლობაში, ფონდმა 192.8 მილიონის მოგებით დახურა წელი ანუ დაახლოებით 193 მილიონის მოგება მოუტანა სახელმწიფოს. როცა ჩვენს მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტებიდან გამოვდივართ ჩვენი წლიური მომგებიანობა 14.8 პროცენტი იყო“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

მისი თქმით, „საპარტნიორო ფონდმა“ შექმნიდან დღემდე დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ინვესტირებით საქართველოში 2.5 მილიარდი დოლარი მოიზიდა.

 

„ანუ – ერთ ჩადებულ დოლარში გარედან 7-8 დოლარი შემოვიდა. მაჩვენეთ მეორე კომპანია, რომელსაც ასეთი მოგება ჰქონდეს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

წყარო: პრიველი არხი





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up