დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას  საქართველოში ინვესტორებს ბიზნესის დასაწყებად“

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას საქართველოში ინვესტორებს ბიზნესის დასაწყებად“

access_time2019-10-24 09:10:18

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საინვესტიციო პანელში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსია წარიმართა სახელწოდებით „აბრეშუმის გზა: ახალი შესაძლებლობები ქვეყნებს შორის ინვესტიციებისთვის“.


„საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას უცხოელ თუ ქართველ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად. ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად, ბიზნესის განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად „საპარტნიორო ფონდი“ საკმაოდ მნიშვნლოვან როლს ასრულებს და დღეს ინვესტორებისთვის ბიზნესის წარმატების გარანტად მიიჩნევა. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ რეგიონები და ეკონომიკის ის დარგები, რომლებიც ჯერ არ არის ათვისებული. ამჟამად ფონდის პორტფელშია პროექტები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და ფონდის მიერ ინვესტირებული ერთი დოლარი საშუალოდ შვიდი დოლარს იზიდავს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ ინვესტორებისთვის „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ საუბრისას.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა განმარტა ფონდის ინვესტირების პრინციპები და აღნიშნა, რომ ფონდი დივერსიფიცირებული მიმართულებებით ახორციელებს თავის საქმიანობას.


„ჩვენ პარტნიორებს ვაძლევთ საშუალებას, ინვესტირების გზით განავითარონ ისეთი სფეროები, როგორებიცაა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. თუმცა, ფონდისთვის დღესდღეობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესების, მაღალტექნოლოგიური წარმოების, ინოვაციური პროექტების, ასევე ექსპორტსა და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერა, რაც, ქვეყნისთვის ერთერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.


პანელური დისკუსიის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა, საერთაშორისო ექსპერტებთან, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.



„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს თბილისში მესამედ ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ჩატარდა და მას 2000-მდე სტუმარი დაესწრო მსოფლიოს 60 ქვეყნიდან, მათ შორის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.


(R)





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up