დავით საგანელიძე: მალე რომანოვების სასახლე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ცენტრი საქართველოში

დავით საგანელიძე: მალე რომანოვების სასახლე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ცენტრი საქართველოში

person access_time2016-07-25 09:37:15

საპარტნიორო ფონდი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, არქიტექტორებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის კონცეფციას განიხილავს.


რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პროექტირების პროცესის მორიგი სამუშაო შეხვედრა საპარტნიორო ფონდში შედგა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი ირმა დოლიძე, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ეკა კაჭარავა და არქიტექტორები გაგა კიკნაძე და ალა პროზოროვი ესწრებოდნენ. თავის მხრივ, საპარტნირო ფონდიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.


ასევე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტისა და ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო კომლექსის „რიქსოს ბორჯომის“ წარმომადგენლები.


საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს სამუშაო ჯგუფის წევრებმა რომანოვების სასახლის რეაბილიტაციის კონცეფციის სამუშაო პროექტი გააცნეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მაღალი კვალიფიკაციის მქონე, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჯგუფმა შეიმუშავა.



შეხვედრაზე მხარეებმა რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის და შემდგომი განვითარების გეგმაზე იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.


რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი. შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდებარე ტერიტორიიის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს.


„პროექტის განხორციელების პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რადგან გაცნობიერებული გვაქვს ძეგლის კულტურული ღირებულება, მისი ისტორიული მნიშვნელობა და ფართო საზოგადოების ინტერესი. დარწმუნებული ვარ, მალე რომანოვების სასახლე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ცენტრისაქართველოში. სასახლის რესტავრაცია-რეაპილიტაციის შემდეგ მისი პირველყოფილი სურათის აღდგება. განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე და ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია მულტიფუნქციურ სახეს შეიძენს, რაც რეგიონში ტურისტების მოზიდვის სერიოზული წინაპირობა გახდება“. -აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.


რომანოვების სასახლის პროექტირების პროცესი ერთ თვეში უნდა დასრულდეს, საიმპერატორო სასახლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საბოლოო კონცეფციას საპარტნიორო ფონდი მთავრობას სექტემბრის თვეში წარუდგენს. ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის და სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 25 წლიანი მართვის უფლებით გადმოსცა.



სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს
access_time2019-11-18 16:19:11
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, — თქვა მან. ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული. on.ge

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...


მსგავსი სიახლეები

up