დავით საგანელიძე  გიორგი ქობულიას განცხადებას, საპარტნიორო ფონდის არაეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით, ეთანხმება

დავით საგანელიძე გიორგი ქობულიას განცხადებას, საპარტნიორო ფონდის არაეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით, ეთანხმება

access_time2019-05-27 12:30:28

 საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ყოფილ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას ფონდის არაეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით ეთანხმება. მისი განცხადებით, ფონდის რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა დღესაც აქტუალურია. 


საგანელიძის თქმით, ფონდის შვილობილი ისეთი სტრატეგიული ობიექტები როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა, რომელსაც ფონდი არ მართავს, მათ მფლობელობაში არ უნდა იყოს.


 ,,ყველა კითხვა, რომელიც  არსებობს არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი, მზად ვარ ყველა საკითხზე ღიად ვისაუბრო. მე დიდი ხანია მაქვს სურვილი ვიმსჯელოთ  ამ თემებზე  - რა პრობლემებია და რა პოზიცია აქვს ფონდს . რატომ ითხოვს ფონდი რამოდენიმე  წელია  რეორგანიზაციას. კარგია, რომ ახლა მაინც გახდა ყველასთვის ცნობილი, რადგან აქამდე საპარტნიორო ფონდის საკითხებს ყურადღებას არავინ აქცევდა. მე არ ვიცი არაეფექტურობაში რას გულისხმობდა მინისტრი. მე ციფრებზე ვისაუბრებ და დასკვნა თქვენ გააკეთეთ, რამდენად ეფექტურია ფონდი.  მაგრამ როგორი უნდა იყოს ფონდის სტრუქტურა. 
საპარტნიორო  ფონდში,  რომელიც 2010 წელს სულ სხვა მიზეზით შეიქმნა, დღეს სხვა გამოწვევები არსებობს. ამაზე ღიად ვისაუბრებ,“ 
- განაცხადა დავით საგანელიძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს. 


შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდის საქმიანობა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას გააკრიტიკა და თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდის შედეგიანობა საკმაოდ დაბალია“.



„ინვესტიციების მოზიდვის და სტიმულირების პროგრამები არაეფექტურია და ფრაგმენტირებულია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში და საპარტნიორო ფონდში. საპარტნიორო ფონდის სტრატეგია და მუშაობის პრინციპები არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობა საკმაოდ დაბალია”, - განაცხადა 15 მაისს ქობულიამ პარლამენტში.


მოგვიანებით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ თქვა, რომ კომიტეტის სხდომაზე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლის პარლამენტში მისვლის საკითხს დააყენებდნენ.


მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მოსმენის შემდეგ მიიღო. 


ბაჩო ადამია






კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით-ველოდები სამთავრობო უტიფარ “გაპრავებებს”

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით-ველოდები სამთავრობო უტიფარ “გაპრავებებს”
access_time2019-10-22 14:30:48
„სანამ ხალხს “მოსამართლეების საცირკო” სანახობით ართობენ. 105 ადგილი მშპ მიხედვით — ეს არის ჩვენი ქვეყნის და ადამიანების სამწუხარო რეალობა.ველოდები სამთავრობო,  უტიფარ “გაპრავებებს”, რომ 105-ე ადგილი სულაც არაა ცუდი და ჯობს 106 ადგილს და რომ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა დომინიკა, ეკვადორი, სომხეთი, ესვატინი, ფიჯი და რომ კორუფციასთან ბრძოლაში წავიწიეთ 2 პუნქტით და რომ ბევრი მანქანა დადის და ეს უტყუარად ნიშნავს, რომ ადამიანები არც ისე ღარიბი არიან როგორც ერთი შეხედვით ჩანს და...


მსგავსი სიახლეები

up