დავით საგანელიძე: „განვიხილავთ თემას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ დაიმკვიდროს თავი, როგორც ენერგოგენერაციის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ“

დავით საგანელიძე: „განვიხილავთ თემას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ დაიმკვიდროს თავი, როგორც ენერგოგენერაციის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ“

access_time2020-01-28 22:20:01

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ მიიღო მონაწილეობა.



საერთაშორისო ფორუმი („Energy Week Georgia 2020“) ოფიციალურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა. ასევე, ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.



„ეს კვირეული ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს არამხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის აუცილებელია საკუთარი ენერგეტიკის განვითარება. ის ფაქტი, რომ ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი კომპანიები და საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ენერგოპოტენციალისა და ენერგიის იმპორტის შემცირების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელებენ, ვიმედოვნებ, საკმაოდ დიდი შედეგების მომტანი იქნება. ასე რომ, დღეს ჩვენ განვიხილავთ თემას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ დაიმკვიდროს თავი რეგიონში და არამხოლოდ - როგორც ენერგოგენერაციის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ და ამ მხრივ, საქართველოს უდიდესი რესურსი აქვს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ ფორუმის მნიშვნელობის შეფასებისას.



ღონისძიების ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით „სახელმწიფოს მიერ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მხარდაჭერა“, პრეზენტაცია გააკეთა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ და ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ფონდის მიერ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრა.



ფორუმზე საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე, ენერგოუსაფთხოებასა და განახლებადი ენერგიის ათვისებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ორგანიზატორი საკონსულტაციო კომპანია „Invest In Network“-ი იყო. ღონისძიებას 15-ზე მეტი ქვეყნიდან 300 დელეგატი ესწრებოდა. „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული“ 30 იანვარს დასრულდება.


(R)





საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.

 საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.
access_time2020-04-08 10:30:05
“აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.   “ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.  ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების...

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“

ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“
access_time2020-04-08 10:00:12
COVID19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახება ლარის კურსზე, რომელიც წლის დასაწყისიდან ინარჩუნებდა პოზიციებს დოლართან მიმართებაში, თუმცა მარტიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. ნეგატიური მოლოდინების ჩასაქრობად და ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოიწვია ლარის კურსის მცირედი გამყარების...


მსგავსი სიახლეები

up