დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციის დელეგაციას შეხვდა

დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციის დელეგაციას შეხვდა

access_time2016-06-21 16:22:15

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძინგსის პროვინციის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას, რომლის წევრებიც ჩინეთის მსხვილი კერძო საინვესტიციო და სახელმწიფო კომპანიების პირველი პირები არიან ძინგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი ხელმძღვანელობს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დღეს ძიანგსის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოსა ბიზნეს კლიმატს. ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ინვესტიცია განახორციელოს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთაშორისო, მსხვილმაშტაბიან პროექტებს და სამომავლო გეგმებს.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრივნციის ვიცე გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით საგანელიძესთან ხვალ დაგეგმილი საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარის დეტალები განიხილეს. სემინარზე წარმოდგენილი იქნება



საქართველოს მთავრობის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მოხდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია. საპატიო სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა სამომავლო საინვესტიციო პროექტები ორმხრივ შეხვედრებზე განიხილონ.


სემინარზე განიხილული იქნება ძიანგსის პროვინციის საინვესტიციო პოტენციალი, მისი შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო-ძიანგსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნული სემინარი საპარტნიორო ფონდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტის დროს, ძიანგსის პროვინციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მხარეებს შორის ეკონომიკური ხელშეწყობისა და ურთიერთობებების გაღრმავების მიზნით დაიგეგმა.



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up