დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის პირველი ინტერვიუ: ბაზარზე რომელიმე ერთი ან ორი კომპანიის დომინანტობას არ დავუშვებთ

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის პირველი ინტერვიუ: ბაზარზე რომელიმე ერთი ან ორი კომპანიის დომინანტობას არ დავუშვებთ

access_time2019-03-04 10:00:04

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. რა  ხედვები აქვს სამსახურის ახალ უფროს დავით ონოფრიშვილს, რა მოლოდინებია ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და როგორი იქნება მიმდინარე წელი  კომპანიებისთვის, ამ საკითხებზე   დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა პირველად  „კომერსანტთან“ ისაუბრა:

 

- თქვენ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად რამდენიმე კვირაა  დაინიშნეთ.თქვენი წინამორბედის პრიორიტეტები საფინანსო ბაზრის დივერსიფიცირება, დაზღვევის კულტურის დახვეწა და სასარგებლო სადაზღვევო პროდუქტების პოპულარიზაცია იყო. გააგრძელებთ  თუ არა ამ კურსს და რა აქტივობებს გეგმავს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მიმდინარე  წლის მანძილზე,  როგორია გეგმები?

 

დაზღვევის უპირველესი დანიშნულებაა,შექმნას სოციალური ალტერნატიული ბერკეტი აამაღლოს საზოგადოების დაცულობის დონე და ხარისხი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ უპირველესად უნდა გაიზარდოს დაზღვევის კულტურა, უნდა მოხდეს დაზღვევის ცნობადობის ამაღლება და საზოგადოებამ გააცნობიეროს ის სიკეთეები, რაც მას თან ახლავს. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ოჯახისკენ,  საერთაშორისო ჩართულობა არის ძალიან მაღალი და ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით იმ სფეროს, რომელიც განაპირობებს განვითარებული სამყაროს საზოგადოების დაცულობის მაღალ ხარისხს. ამ მიმართულებით საინფორმაციო ხასიათის არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი.


ცალკე გამოვყოფდი ზედამხედველობის როლს და მის ეფექტიანობას. დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მდგომარეობა უნდა იყოს მყარი, სტაბილური, რისთვისაც სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში არაერთი სტანდარტი და რეგულაცია დაწესდა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების სერვისი მაქსიმალურად მომხმარებელზე უნდა იყოს ორიენტირებული.


სწორად და სამართლიანად დარეგულირებული სადაზღვევო შემთხვევა, მინიმალური ბიუროკრატია, სადაზღვევო მომსახურების მაღალი დონე და ნაკლები ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არის უპირველესი პირობა მომხმარებელმა ირწმუნოს დაზღვევის სიკეთე და დაინტერესდეს მისი პროდუქტებით. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია მოსახლეობის უფლებები არ იყოს შებღალული. ამისთვის სამსახურში შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების უფლებების დაცვას.


ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასევე ასრულებს სავალდებულო დაზღვევის დანერგვა. სავალდებულო ფორმა დამატებითი სტიმულია  მომხმარებელი დაინტერესდეს ახალი სადაზღვევო პროდუქტით.


რაც შეეხება მიმდინარე  წლის მანძილზე დაგეგმილ აქტივობებს, პრიორიტეტულია ევროჰარმონიზაციის პროცესი, რომელშიც გამოვყოფდი დაზღვევის შუამავლების (ბროკერების) ერთიან მწყობრ სისტემაში მოქცევისთვის საჭირო სარეგულაციო ჩარჩოს, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის დახვეწის მიმართულებით გასატარებელ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ ღონისძიებებს, ფინანსური სიმყარის მიმართულებით გადაზღვევის სტანდარტების დაწესებას, ადგილზე ინსპექტირების მიმართულებით პროცედურების დახვეწას და სხვა.

 

-ხომ არ იგეგმება რეგულატორის უფლებების გაზრდა და სტატუსის ამაღლება?


-ის რომ სამსახური ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად,ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იყო, განსაკუთრებით, მისი როგორც რეგულატორის უფლებების გაზრდის მიმართულებით, რომელიც  2013 წელს განხორციელდა.სამსახური 2018 წლიდან საბიუჯეტო დაფინანსების სისტემიდან გადავიდა თვითდაფინანსების სისტემაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი ფინანსდება სადაზღვევო ინდუსტრიის  მიერ მიღებული პრემიის გარკვეული პროცენტით და არ არის დამოკიდებული სახელმწიფო ასიგნებებზე.მოცემული წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს, თუმცა სამსახურის, როგორც სადაზღვევო ბაზრის რეგულატორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები კიდევ არის გადასადგმელი.


სამსახური დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.  იგი სადაზღვევო სისტემის ზედამხედველობის სრულ სპექტრს მოიცავს, მათ შორის სადაზღვევო, საშუამავლო, კერძო საპენსიო, დაზღვევის მიმართულებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.


-საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება. რა ედეგს  ელოდება სადაზღვევო ინდუსტრია?


-სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იცავს როგორც დაზარალებულს, რომელსაც მიადგა ზიანი, რადგან მის ზარალს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია, ასევე მატერიალური პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ზიანის მიმყენებელ მხარეს ანუ დამზღვევს, რადგან ზიანს ანაზღაურებს ასევე მზღვეველი.სავალდებულო დაზღვევის შემოღება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორის განვითარებს, კერძოდ, მოსახლეობაში ამაღლდება დაზღვევის კულტურა, რაც სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა.როგორც წესი, აღნიშნული ტიპის დაზღვევა სექტორისთვის ნაკლებად მომგებიანია, განსაკუთრებით, პირველ წლებში, ვინაიდან სადაზღვევო პრემიების დათვლის დროს მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. სავალდებულო დაზღვევის შემოღება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ნებაყოფლობითი პროდუქტების განვითარებას.

 

-  რა ცვლილებებს ელოდებით ბაზარზე ახალი რეგულაციების  ამოქმედების შემდეგ?


-ვფიქრობ, განსაკუთრებულ რყევებს მოცემული კანონის ამოქმედება არ გამოიწვევს, რადგან, სამსახურმა კომპანიების ფინანსური გადახდისუნარიანობის მიმართულებით, მათი კაპიტალიზაციის დონის გაზრდის მიმართულებით გადადგა არაერთი ნაბიჯი. შესაძლოა, მოცემული პროდუქტის ამოქმედებამ გამოიწვიოს გარკვეული დაინტერესება სადაზღვევო საქმიანობის დაწყების თვალსაზრისით, რაც დამატებით ინვესტირებას გულისხმობს. მოცემული სისტემის ამოქმედება ასევე მოითხოვს დამატებით რესურსს, როგორც ადამიანურს, ასევე ტექნიკურს, რაც მხოლოდ პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.


 

-მომხმარებლების თვალში დღეს სადაზღვევო კომპანიები აღქმულები არიან, როგორც ძირითადად ჯანმრთელობის დამზღვევი ორგანიზაციები და არა სხვა პროდუქტების დამზღვევები. ამიტომაც არის, რომ ყველაზე მეტი პოლისების რაოდენობა ჯანმრთელობის დაცვაზეა გაცემულირას აპირებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და მისი ახალი ხელმღვანელი აღნიშნული რეალობის შეცვლისთვის? ხომ არ არის დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიები სხვა მიმართულების დაზღვევის გასანვითარებლად?

 

-სადაზღვევო პორტფელში ჯანმრთელობის დაზღვევის წილის ზრდას, ერთგვარად ხელი შეუწყო სადაზღვევო სექტორის ჩართულობამ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში. თუმცა, ბოლო წლების მონაცემებით იზრდება ავტომობილების და ქონების დაზღვევის წილი. ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებით ხელი შეეწყობა როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პროდუქტების განვითარებას, ვინაიდან სექტორს შესაძლებლობას მისცემს შესთავაზოს მძღოლებს დამატებითი სადაზღვევო პროდუქტები.


ჯანმრთელობის დაზღვევა ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მოხმარებადი სადაზღვევო პროდუქტია მსოფლიო პრაქტიკაში. სხვა ფაქტორებთან ერთად, ამის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ იმ შემთხვევების დადგომის ალბათობის სიხშირე, რა დროსაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სარგებელი, რაც გამოიხატება საჭირო სერვისის/მომსახურების მიღებაში მიზერულ ფასად, ან თუნდაც უფასოდ.


მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა  დაზღვევის ცნობადობის მასტიმულირებელი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. განვითარებად ქვეყნებში დაზღვევის ცნობადობის გაზრდის/ამაღლების ერთ-ერთი მექანიზმია სავალდებულო სახეობები, რაც დროის გარკვეული ეტაპის შემდგომ ხდება მისი ნებაყოფლობითი შეძენის საფუძველი.


ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება  ჩვენს ქვეყანაშიც, კერძოდ, 2018 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ფორმით. 2018 წელს ამოქმედდა საქართველოს კანონი „უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია და აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს  უკვე „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საშიში საწარმოო ობიექტის მფლობელის ვალდებულება დააზღვიოს ობიექტზე დასაქმებული პირები უბედური შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალებისაგან. 

 

-სადაზღვევო კომპანიები კომერციული ბანკების წინააღმდეგ გამოდიან და მათთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ბანკები მათი შვილობილი კომპანიებისათვის ხელოვნურად ქმნიან ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ. კერძოდ, მაშინ როდესაც მომხმარებლები აზღვევენ სესხს, ბანკები მათ სთავაზობენ მხოლოდ ერთ კომპანიას. ამ მიმართულებით თქვენ რა პოზიცია გაქვთ და რა გაქვთ დაგეგმილი?

 

-მოცემული საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, გასათვალისწინებელია საერთაშორისო პრაქტიკა ამ კუთხით, განსაკუთრებით, ევროპული სტანდარტების გაზიარება, ასევე უნდა მოხდეს მსგავს მზღვეველთა  ბიზნეს ინტერესების გაზიარება, რადგან მოცემულმა პროცესმა არ  დააზიანოს სადაზღვევო ინდუსტრია  და მომხმარებელი.ამ მიმართულებით დაგეგმილია და მიმდინარეობს საკითხის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა  საბანკო სექტორის მხრიდან დაზღვევის შეთავაზება მოხდეს კონკურენტული გარემოს დაცვით, თანაბარ პირობებში.


მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ნებისმიერმა ერთმა ან ორმა კომპანიამ ვერ შეძლოს მიიღოს დომინანტური პოზიცია სადაზღვევო ბაზრის წილის მოპოვებაში, რომელიც მიღწეული იქნება კონკურენციისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების და კანონმდებლობის დარღვევის შედეგად.

 

-საქართველოში მედიკამენტებზე ეროვნული დანახარჯი წლიდან წლამდე საერთო ჯანდაცვის დანახარჯის 40-50%- შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში და ცხადია, დიდი ტვირთია მოსახლეობისთვის. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ წამლებზე დანახარჯების სისტემური შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯიბიდან გადახდები დაფინანსების ინსტიტუციურ სქემებში გადაინაცვლებს.თუ იზიარებთ ამ მიდგომას და რას აპირებთ იმისთვის, რომ ეს სქემა განხორციელდეს?


-არსებული მდგომარეობის შეცვლა და ხარჯების ინსტიტუციურ სქემებში გადანაცვლება მნიშვნელოვანია. ამ საკითხს, ცხადია სჭირდება ჯეროვანი შესწავლა, მსჯელობა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. 

 

- განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო სექტორს მშპ-ში საშუალოდ 8% უჭირავს, მსგავსი მაჩვენებლისგან საქართველო ჯერ შორს არის. სავალდებულო დაზღვევების შემოტანასთან ერთად და მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაგალითად, 5 წლიან  პერსპექტივაში  სადაზღვევო სექტორს მშპ-ში რა წილი ექნება? (რა წილია ახლა? )

 

-განვითარებულ ქვეყნებში მშპ–ში  სადაზღვევო სექტორის მაღალი წილი დიდწილად დაკავშირებულია სიცოცხლის დაგროვებადი და დაბრუნებადი დაზღვევის სახეობებზე, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაზღვევის სახეობაა მსოფლიოში. სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევა დღეს საქართველოში არ არსებობს, ვინაიდან  აღნიშნული მჭიდროდ არის დაკავშირებული კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან. 2018 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოს სადაზღვევო სექტორის წილი მშპ–ში შეადგენს დაახლოებით 1,3%. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებით, მოსახლეობაში სადაზღვევო კულტურის ამაღლების და მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის პირობებში ვფიქრობ, აღნიშნული პარამეტრი დაახლოებით  1%–ით გაიზრდება.

 

 - რა არის ქართული სადაზღვევო კომპანიების ძირითადი გამოწვევა დღეს?

 

-როგორც ცნობილია, 2019 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება, რომელიც შეეხება მოსახლეობის თითქმის მესამედს. მნიშვნელოვანია სექტორი მომზადებული შეხვდეს აღნიშნული კონტიგენტის დაზღვევას და შესთავაზონ მათ ხარისხიანი მომსახურება. ვინაიდან ზემოთხსენებული სისტემის გამართულად ფუნქციონირება სექტორის სამომავლოდ განვითარების აუცილებელი პირობაა.


2018 წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანიებმა მნიშვნელოვანი გამოწვევა დაძლიეს, კერძოდ, 2 მილიონი ლარით გაიზარდა მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა და დღეის მდგომარეობით, შეადგენს 4.2 მილიონ ლარს, რომელიც ყველა კომპანიამ დააკმაყოფილა. 2020 წლის ბოლოს კომპანიებს მოეთხოვებათ 7.2 მილიონი ლარის მინიმალური კაპიტალი, რომლის დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა სადაზღვევო სექტორისათვის.


ზოგადად, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო სადაზღვევო ინდუსტრიისთვის არის გადახდისუნარიანობის მე–2 სტანდარტზე (SOLVENCY 2) გადასვლა. მოცემული ეტაპობრივად დაინერგა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 2016 წლიდან, ხოლო საქართველო–ევროკავშირს შორის აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოსაც აქვს მოცემული ვალდებულება დასაკმაყოფილებელი. საკითხის სირთულის და ყოვლისმომცველობის გათვალისწინებით, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში იგეგმება ექსპერტული ხასიათის გრძელვადიანი დახმარება. მოცემული მოიცავს როგორც ზედამხედველობის ასევე სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას, რათა ახალი სტანდარტი დაინერგოს ნაკლებად მტკივნეულად, საუკეთესო პრაქტიკის და საჭიროებების გათვალისწინებით.

 

-ცოტა ხნის წინ სადაზღვევო კომპანიები კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდნენ. ზოგადად ბიზნესის მხრიდან ამ მიმართულებით ხშირად ისმის პრეტენზიები. როგორია სამსახურის პოზიცია და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ სადაზღვევო კომპანიების ინტერესების დასაცავად?

 

-ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების   მიმართულებით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დაინერგა ახლებური მიდგომები ამ პროცესმა გამოავლინა  გარკვეული ხარვეზები. ამჟამად მიმდინარეობს სადაზღვევო ინდუსტრიასთან  და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება და მათი დაძლევა. სამსახური ჩართულია მოცემულ  პროცესის შეჯერებაში ორივე მხარის  ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით.

 

- საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ფორმით 2018 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. ამ დადგენილების მიხედვით, მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი  სასტუმრო, დასასვენებელი სახლი). დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული დაზღვევით რამდენი ობიექტია დაზღვეული და რა თანხაა აკუმულირებული?

 

-აღნიშნული დაზღვევით დაზღვეულია დაახლოებით 200 -მდე ბაზრობა/სავაჭრო ცენტრი (ჯამში 23,000 მეტი მეწარმე სუბიექტი), 400-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური და დაახლოებით 130 სასტუმრო. რაც შეეხება სადაზღვევო პრემიას, აღნიშნული დადგენილების ფარგლებში მოზიდულია დაახლოებით 2 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია.


- არ დაზღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია თუ არა ჯარიმა და თუ კი, მაშინ ამოქმედებიდან დღემდე რამდენი ობიექტი რა თანხით დაჯარიმდა?

 

-დადგენილების მიღების პარალელურად, ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც,  მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა ექვემდებარება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, რომლის ოდენობის სიდიდე განისაზღვრა დასაზღვევი ობიექტის სახეობების მიხედვით, ხოლო მის  აღსრულებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, შესაბამისად დაჯარიმებული ობიექტების და ჯარიმების ოდენობის შესახებ ინფორმაციას ფლობს შემოსავლების სამსახური.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 





ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up