დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა

დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა

access_time2020-04-09 16:17:01

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა.


ნარმანიას თქმით, მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები და მთავრობას შესაძლებლობა გაუჩნდება, დაზოგილი თანხა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებებისკენ მიმართოს.


„პლატფორმა რეალურად გუშინ ამოქმედდა. გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია პლატფორმის ამუშავებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მხრიდან გადახდაზე, გამოიჩინეს მათ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვიტეს, რომ ვინაიდან მათ ეს არ სჭირდებათ, სახელმწიფო მხარდაჭერაზე თქვან უარი. შესაბამისად, ეს თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან და თვითონ მოქალაქეები გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს.


პლატფორმა არის ძალიან მარტივი და პლატფორმის შემუშავება რეალურად გამოიწვია იმან, რომ ჩენთან იყო მომართვიანობა ცალკეული სოციალურად პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მხრიდან,  მათ სურდათ, თვითონ გადაეხადათ ეს გადასახადი და დაზოგილიყო საბიუჯეტო სახსრები,   მთავრობას ეს სახსრები ამ შეჭირვებულ პერიოდში სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად მიემართა. სწორედ ამიტომაც ჩვენ, ჩვენი აიტი დეპარტამენტის მეშვეობით, ძალიან სწრაფად გავაკეთეთ ეს პლატფორმა“ , – განაცხადა დავით ნარმანიამ.


მისივე თქმით, პლატფორმა ძალიან მარტივია. კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ვებვერდზე მოცემულია ბანერი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონიშნონ ის კომუნალური კომპანია, რომლის გადასახადის გადახდაზეც უარს ამბობენ.



„ეს იქნება თელასი, თუ ენერგო პრო ელექტროენერგიის ნაწილში, ბუნებრივი გაზის ნაწილში თბილისი ენერჯი, სოკარი ან სხვა პატარა ლიცენზიატი კომპანიები. ასევე ანალოგიურად, ავტომატურად წყალმომარაგების მოსაკრებლის გადახდაზე უარის თქმაც ხდება, როცა ნიშნავენ ელექტროენერგიის გადასახადს, მათ შეუძლიათ, უარი თქვან როგორც ერთი თვის გადახდაზე, ამ შემთხვევაში მარტის, ასევე შემდგომ დანარჩენ ორ თვეზე. ანუ, სამივე თვეზე ერთადაც შეუძლიათ თქვან უარი ერთი მოქმედებით. შეყავთ აბონენტის ნომერი, ის მობილური ტელეფონის ნომერი, რომლითაც ისინი რეგისტრირებულნი არიან ბაზაში და რითაც მოსდით „ესემესი“, მოკლე ტექსტური შეტყობინება კომუნალური კომპანიიდან, შეყავთ სახელი და გვარი, აბონენტის სახელი და გვარი, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული მრიცხველი.


შესაბამისად, აჭერენ დადასტურებას და მოსდით შეტყობინება, რომ ოპერაცია არის დადასტურებული. ამის შემდგომ ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ამ მონაცემს უგზავნის კომუნალურ კომპანიებს. 11 აპრილის ჩათვლით შესაძლებელია ეს ოპერაციები განახორციელონ მოქალაქეებმა და შესაბამისად, შემდეგ უკვე 11-დან 15 რიცხვამდე კომუნალური კომპანიების ბაზაში ეს ყველაფერი აისახება.


კომუნალური კომპანიები უკვე დაფილტრულ ბაზას გადასცემენ სახელმწიფოს, რათა იმ მოქალაქეებს, რომელთაც ეკუთვნით და უარი არ თქვეს გადახდაზე, აუნაზღაუროს სახელმწიფომ, უფრო სწორად, გადაურიცხოს კომუნალურ კომპანიას მათი კუთვნილი გადასახადი, ხოლო ის, ვინც თვითონ არის მზად გადახდაზე, მათ, რა თქმა უნდა, მოუვათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ მათზე დარიცხულია შესაბამისი თანხა და მოუწევთ, თვითონ გადაიხადონ.


ეს მოქმედება, რომელიც ხორციელდება პლატფორმის მეშვეობით, ზოგავს საბიუჯეტო თანხას. თუ ბიუჯეტს მოუწევდა ვთქვათ ჯამში ყველა კომუნალურ მომსახურეობაზე პირობითად 50 მილიონის გადახდა და 2,3 მილიონზე უარს იტყვიან მოქალაქეები, ვინც ამ პლატფორმით ისარგებლებს, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტი კომუნალურ კომპანიებს 50 მილიონის ნაცვლად გადაურიცხავს 47,48 მილიონს, ანუ დაზოგავს 2,3 მილიონ ლარს. ბიუჯეტის თანხა, რომელიც ერიცხებოდათ კომუნალურ კომპანიებს, დაიზოგება ბიუჯეტში და ბიუჯეტიდან მთავრობას შეეძლება, სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებაზე მიმართოს“ , –  განუცხადა საქართველოს პირველ არხს სემეკის თავმდომარემ დავით ნარმანიამ.


შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად უფინანსდება.


სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up