დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს

დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს

access_time2022-08-11 13:00:00

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგაც მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს.


რაც შეეხება თავად ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის პრინციპს, ნარმანიას განმარტებით, პირველ ეტაპზე ბაზარზე ყველაზე მსხვილი 22 კომპანია გავა, ელექტროენერგიის საბაზრო ფასი კი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბდება.


„ახალი ბაზარი ეს არის ევროპული ტიპის ყაიდაზე დაფუძნებული ელექტროენერგიის ბაზარი, სადაც მომხმარებლები და მიმწოდებლები ბირჟაზე ივაჭრებენ ელექტროენერგიით. პირველი ეტაპი არის ყველაზე მსხვილი 22 კომპანიის გასვლა ბაზარზე. თუ ადრე ეს მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო-პროდან“ ყიდულობდნენ ენერგიას, შემდეგ უკვე „თელმიკოდან“ და „ენერგო-პროდან“, ბაზრის გახსნის შემდეგ ეს 22 კომპანია ბაზარზე იყიდის ენერგიას. შეეძლებათ წინა დღეს დადონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები - ჰიდროელექტროსადგური, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი და მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე საბაზრო ფასი ჩამოყალიბდება. ცოტა მოგვიანებით ჩაერთვება ბაზარი, როდესაც საათობრივად შეძლებენ ეს კომპანიები იყიდონ ენერგია ბაზარზე. საათობრივი ვაჭრობის მთავარი სიკეთე არის ის, რომ არაპიკურ საათებში ენერგია იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე პიკურ საათებში, შესაბამისად, მათ შეეძლებათ თავიანთი წარმოება, საქმიანობა დაგეგმონ ისეთნაირად, რომ უფრო იაფი ენერგიით შეძლონ პროდუქციის წარმოება და ამით პროდუქციის თვითღირებულება შეამცირონ, ესაა ერთ-ერთი მთავარი სიკეთე ამ ყველაფრის.



რაც შეეხება მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენი კანონმდებლობით ესენი არის უნივერსალური მომსახურების ქვეშ მყოფი პირები, რომელთაც ტარიფს კვლავ მარეგულირებელი კომპანია დაუდგენს. ვინაიდან მათთვის რთულია კომპიუტერის მეშვეობით ყოველდღიურად ბაზარზე ყიდვა, ისინი სტანდარტული პირობებით, როგორც აქამდე იღებდნენ ენერგიას, კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიიღებენ. ცოტა უფრო გვიან, ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმაც დაიწყება და როგორც ელექტროენერგიის სექტორში, აქაც გაიხსნება ბაზარი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up