დავით ნარმანიას განაცხადებით, მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა ბირჟის მეშვეობით მოხდება

დავით ნარმანიას განაცხადებით, მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა ბირჟის მეშვეობით მოხდება

access_time2021-04-23 14:50:00

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განაცხადებით, ბირჟის მეშვეობით მოხდება მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა.


მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონის მიღებითაა განპირობებული.


„მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგეტიკის ნაწილში ბაზრის ეტაპობრივ გახსნას, როცა მსხვილი მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე და სწორედ თავისუფალ ბაზარზე შეიძენენ ელექტოენერგიას. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქციაა კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების მიღება, რომლის ერთი ძირითადი ნაწილი 2020 წელს მივიღეთ. მნიშვნელოვანი არის ამ რეფორმის ფარგლებში, თავისუფალი ბაზარი, რომლის მენეჯმენტკომპანიაც იქნება ენერგეტიკული ბირჟა. ამ ბირჟის მეშვეობით მოხდება მსხვილი მომხმარებლებისთვის ენერგიის გაყიდვა. ბირჟაზე ენერგიას განათავსებენ ჰიდრო და სხვა ტიპის სადგურები, ასევე იმპორტიორები. შესაბამისად იქნება კონკურენცია. კონკურენციის საფუძველზე ჩამოყალიბდება ფასი... ბაზარი მოგვცემს სწორ და კარგ ფასებს და შესაბამისად, ეს სეგმენტი გამოვა რეგულირების სფეროდან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


როგორც ნარმანია აღნიშნავს, მოქალაქეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნებისთვის იქნებიან ისევ უნივერსალური მიმწოდებლები, კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიას სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით მიაწვდიან.



„მათთვის ამ ნაწილში არსებითად არაფერი შეიცლება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაწერილია დროში. მიმდინარეობს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი უშუალო ზედამხედველობით. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ევროპაში ეს გზა, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, წარმატებით გაიარა. ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას. კანონმდებლობით რამდენიმე ეტაპია გამოყოფილი. იმ კონცეფციიდან გამომდინარე, რაც დაამტკიცა გასულ წელს საქართველოს მთავრობამ. მნიშვნელოვანია ის, რომ ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს და მისი მოქმედება ზაფხულიდან არის ნავარაუდევი. ეს რეფორმა რეგულირებად ტარიფები, რაიმე ზეგავლენას არ მოახდენს. ხოლო მსხვილი მომმხმარებლები, რომლებიც ჩაეხსმებიან "თელასის" და "ენერგო-პრო-ჯორჯიას" ქსელს, მათთვის ტარიფესი სწორედ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ფასი დადგინდება. ეს არ იქნება რეგულირებადი ტარიფი. მოთხოვნა-მიწოდებიდან გამოდინარე ჩამოყალიბდება ფასები მსხვილი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა ნარმანიამ.


მისი თქმით, ამ წელს ნავარაუდევია 23 ყველაზე მსხვილი მომხმარებლის გასვლა თავისუფალ ბაზარზე და შემდგომ უკვე ეტაპობრივად, ყოველწლიურად გავლენ შემდგომი საფეხურის მსხვილი მომხმარებლები. ეს რეფორმა 2026 წლამდე გაგრძელდება.


„ეს არის ყველაზე მსხვილი მომხარებლები, რომლებიც ყველაზე მეტ ელქეროენერგიას მოიხმარენ. მაგალითად საქარველოს რკინიგზა, საქართველოს მელიორაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ეს არის სამი სახელმწიფო კომპანია, ასევე არის 20 კერძო კომპანია. ელექტოენერგიის მიწოდების ნაწილში გვყავს ორი მონიპოლისტი კომპანია „თელასი“ და „ენერგო-პრო-ჯორჯია“, რადგანაც ისინი არიან ბუნებრივი მონოპოლისტები, მარეგულირებელი კომისია ადგენს ტარიფებს. მას შემდეგ, რაც დასრულდება რეფორმის პროცესი, ეს ორივე კომპანია, დარჩება როგორც ქსელის მფლობელები, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდებას მოახდენენ სხვა კომპანიები. ევროპული კანონმდებლობით, არ შეიძლება ერთი და იგივე კომპანია იყოს ქსელის მიმწოდებელიც და ენერგიის მიმწოდებელი. ამიტომ ამ ნაწილში მოხდა გაყოფა. ელექტოენერგიის უნივერსალური მიმწოდებლები მოსახლეობისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნებინ სხვა კომაპანიები, რომლებიც სემეკის მიერ რეგულირებულ ფასად მიაწვდიან მათ ენერგიას. ხოლო სხვა ნაწილში მსხვილი მომხმარებლები ივაჭრებენ ბაზარზე და იქნებიან თავისუფალი მიმწოდებლებიც, რომლებიც დარეგისტრირდებიან და იპოვიან ენერგიის წყაროს“, - სემეკის თავმჯდომარემ.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up