დავით ნარმანიამ განმარტა, რა შემთხვევვაში არ მისცემს სემეკი ენერგოკომპანიას წილის 5%-ზე მეტის გასხვისებას

დავით ნარმანიამ განმარტა, რა შემთხვევვაში არ მისცემს სემეკი ენერგოკომპანიას წილის 5%-ზე მეტის გასხვისებას

access_time2020-07-13 19:22:08

ადრე კომპანიები, როცა თავის წილს ასხვისებდნენ, მხოლოდ შემდეგ აცნობებდნენ კომისიას, ისიც სავალდებულო არ იყო. უბრალოდ აწვდიდნენ ინფორმაციას ხელმძღვანელის შეცვლის ან წილის გასხვისების შესახებ, რომ სემეკ-ს თავის რეესტრის შესაბამისი ასახვა გაეკეთებინა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ საუბრისას იმედის ეთერში განაცხადა.

 

„დღეს ამ ინფორმაციას წინასწარ ვითხოვთ. ეს კანონპროექტი მთავრობის მიერაა ინიცირებული პარლამენტში. მარეგულირებელი კომისია, სემეკი განისაზღვრა ორგანოდ, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი შეათანხმოს და განახორციელოს ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და მიუკერძოებლად“, - აღნიშნა ნარმანიამ.

 

სემეკ-ის თავმჯდომარემ, ასევე განმარტა, რა შემთხვევაში არ მისცემს ენერგოკომნიებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისებას. „თუ გარიგებას არ ვეთანხმებით, ამ შემთხვევაში სემეკს შეუძლია უარი თქვას წილს გასხვისებაზე: 1. თუ კომპანიას არ აქვს ენერგეტიკის სფეროში საქმიანობის გამოცდილება; 2. თუ ასეთი წილის გასხვისება ამ სფეროში ტარიფის ზრდას გამოიწვევს, ასევე თუ ბაზარზე ფინანსურად სუსტი, გამოუცდელი კომპანია შემოდის, ასეთ შემთხევაში, ან მე-3, თუ შესაძლოა მომხმარებელთა უფლებები დაირღვეს.


 

ინფორმაცის, რომელიც სემეკში წილის გამყიდველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს, ესაა რეესტრიდან ამონაწერი, ვინ შემოდის წილის მეპატრონედ. აუდიტის დასკვნა. რამდენადაა კომპანია ფინანსურად გამართული. თუ ეს კომპანია დაკავებულია შავი ფულის გათეთრებით ან ამდაგვარი ოპერაციებით, ან აუდიტის დასკვნა არ აქვს, ან აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს აღრიცხვასთან, მარეგულირებელი კომისია დაფიქრდება და ასეთ შემთხვევაში მარტივად თანხმობას ვერ მისცემს. თუ კომპანია გამართულ დოკუმენტაციას წარადგენს, პროცესი ორ კვირაში დასრულდება“, აღნიშნა ნარმანიამ.

 

მან ასევე განმარტა, რა შემთხვევაში დაბლოკავს სემეკი 5%-ზე მეტი წილის შემსყიდვეელ კომპანიას. „თუ შემოსული კომპანიის უკან ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებია ან ფულის წარმომავლობაა უცნობი, რატომ უნდა შემოვუშვათ ასეთი კომპანია გამანაწილებელ სექტორში. გაზში, წყალში, ელექტროენერგიაში, როცა ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს სენსიტიური პროდუქციაა“, - განაცხადა ნარმანიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up