დავით ნარმანია - ტაქსებთან დაკავშირებით ისეთი არაფერია, რაზეც განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ

დავით ნარმანია - ტაქსებთან დაკავშირებით ისეთი არაფერია, რაზეც განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ

access_time2019-10-22 12:41:06

ტაქსებთან დაკავშირებით ისეთი არაფერია, რაზეც შიშის ზარი უნდა შემოვკრათ, - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი, სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

ნარმანია მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას აფასებს, კახა კალაძის ინიციატივებს „კარგ საქმეებს“ უწოდებს, თუმცა ფიქრობს, რომ ტაქსების რეფორმამ გარკვეული უხერხულობა შექმნა.

 

„სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისის მერიაში კომპლექსურია და ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი მერობის დროს დავიწყეთ, ასევე, ესაა ახალი ავტობუსების პროექტი, რომელიც გრძელდება. ეს ძალიან კარგი საქმეა. მეორე ეს არის მეტროპოლიტენთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურა მეტწილად მოძველებულია, ხდება ვაგონების მოდერნიზაცია და მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვანია.


 

რაც შეეხება ტაქსების რეფორმას, ეს რეფორმა მნიშვნელოვანი, საზოგადოების მხრიდან მხარდასაჭერი და სწორად აღსაქმელია. რატომ არ უნდა იღებდნენ ვთქვათ, ვაუჩერს, რომლითაც უფასოდ შეეძლოთ მანქანის გაწმენდა და შეღებვა? - მერიის მხრიდან იყო მოწოდებები და მთელი თვეების განმავლობაში იხვეწებოდა მერია, რომ წაიღეთ ვაუჩერი. ბევრი მძღოლის მხრიდან არასწორად იქნა ეს პროცესი დანახული და სწორედ ამან გარდამავალ პერიოდში გამოიწვია გარკვეული უხერხულობა. თუმცა ყველა რეფორმას ახლავს უხერხულობა და ყველა მხარე ყოველთვის თანაბრად კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ეს ასეც იქნება, რომ უახლოეს მომავალში დასტაბილურდება სიტუაცია და ფასებიც შემცირდება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქალაქის მერიას და ყველას გვქონდეს სწორი პოზიცია. ამ კონცეფციაზე ჩემი მერობის დროსაც ბევრი მსჯელობა იყო.ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაა შესწავლილი და უმტკივნეულოდ ამას არსად ჩაუვლია, თუმცა ეს ისეთი რამ არაა, რაზეც შიშის ზარი უნდა შემოვკრათ. ეს ყველაფერი გასაკეთებელი იყო ეტაპობრივად, პროცესი მიმდინარეობს და შედეგიც აუცილებლად იქნება“, - აცხადებს დავით ნარმანია.

ipn.ge





გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up