დავით ნარმანია – სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება

დავით ნარმანია – სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება

access_time2020-07-07 16:39:48

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება.


ნარმანია აცხადებს, რომ ტარიფის გაანგარიშების დროს ძალიან ბევრი კომპონენტის გათვალისწინება ხდება.


„არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ერთის მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2020, 2021, 2022 წლებში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი.



სახელმწიფოს შეხიდება, ეს არის მისი წილი გაზის ჩაბრუნება, რამაც გაზის ფასის არგაზრდა გამოიწვია. რასაკვირველია, კურსის ნაწილიც მოქმედებდა ამ ყველაფერზე, მაგრამ სწორედ ამ სახელმწიფო შეხიდებამ კურსთა შორის სხვაობა დააბალანსა და შესაბამისად, ტარიფი გაზრდა არ გახდა საჭირო.


გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს. ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმიური გადახედვა არ იგეგმება“, – აცხადებს დავთ ნარმანია.


გაზის ტარიფი თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრია, რეგიონებში კი, 57 თეთრი.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up