დავით ნარმანია - თბილისში და რეგიონებშიც ბუნებრივი აირის ტარიფი  უცვლელია

დავით ნარმანია - თბილისში და რეგიონებშიც ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელია

access_time2019-12-30 14:07:15

დღეს დავასრულეთ რეგიონებშიც ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფების დადგენა. რეგიონებშიც, ისევე როგორც თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი არის უცვლელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „სოკარისთვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით განუცხადა.


როგორც ნარმანია აცხადებს, „სოკარისთვის დადგინდა დროებითი, 6 - თვიანი ტარიფი, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტიციების ასახვასთან დაკავშირებით და როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება, დადგინდება ბუნებრივი აირის 3- წლიანი ტარიფი.


„ინტერპრესნიუსის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „სოკარის საინვესტიციო ხარჯების გაზის ტარიფში ასახვის შედეგად ტარიფის მომატება მოხდეს, ნარმანია განმარტავს, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა.



„სოკარს“ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში. რეგიონებში გაფართოვდა ქსელი, დამატებითი სოფლები ჩაერთო გაზიფიცირებულთა ნუსხაში, რაც საჭიროებს ასახვას, თუმცა სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ რისკს და ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს თავის თავზე იღებს ნავთობის და გაზის კორპორაცია, შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფებს ზრდა არ ელოდება“, - განაცხადა ნარმანიამ.


ipn.ge




m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up