დავით ნარმანია: ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სტაბილურია და ეს სწორედ

დავით ნარმანია: ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სტაბილურია და ეს სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა

access_time2018-10-12 16:00:00

6-წლიანი მმართველობის შემდეგ რა გააკეთა და რა ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მიღწევებით დაამახსოვრა ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას თავი. კომერსანტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სიმბოლურად 6 ასეთი მიღწევის დასახელება სთხოვა. ამავე კითხვით მივმართეთ,  თბილისის ყოფილ მერსაც. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამ დრომდე დავით ნარმანია ერთადერთი აღმოჩნდა ვინც „ქართული ოცნების“ ექვსივე პროექტის დასახელება შეძლო.

 

„ბოლო 6 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან გამოვყოფდი: „აწარმოე საქართველში“, „დანერგე მომავალი“, ჯანდაცვის მიმართულებით საყოველთაო დაზღვევის პროექტს, აღმოსავლეთ-დასაველეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტს, რაც ერთ-ერთი უპრეცედენტოა. ასევე რეგიონებში „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებულ პროექტებს გამოვყოფდი, რაც ტურისტული-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ინფრასტრუქუტრის მოწესრიგებას უკავშირდება. ეს ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე გამოვყოფდი, გამწვანების პროექტს, იმედია ამას სუბიექტურ მიდგომას არ ჩამითვლით, რადგან ეს ჩემი მერობის პერიოდში მოხდა,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

ყოფილი მერის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სტაბილურია და ეს სწორედ ქართული ოცნების მიერ განხორციელებული და ჩემს მიერ დასახელებული  6 მიღწევის შედეგია.


 

„გამომდინარე იქიდან რომ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჩვენთვის რთული იყო, მოსახლეობა დღესაც ხედავს, რომ კიდევ მეტის გაკეთების საჭიროებაა,“  -განმარტა დავით ანრმანიამ.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up