დავით ნარმანია - პლატფორმა, რომლითაც მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების გამოანგარიშება და სახელმწიფოს დაფინანსებაზე უარის თქმა შეეძლებათ, სავარაუდოდ, მომდევნო კვირისთვის მზად იქნება

დავით ნარმანია - პლატფორმა, რომლითაც მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების გამოანგარიშება და სახელმწიფოს დაფინანსებაზე უარის თქმა შეეძლებათ, სავარაუდოდ, მომდევნო კვირისთვის მზად იქნება

access_time2020-04-02 23:36:49

სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელს შეეძლება, გამოიანგარიშოს გახარჯული გაზისა და ელექტროენერგიისთვის გადასახდელი თანხა და ასევე, უარი თქვას ამ გადასახადის სახელმწიფო მიერ დაფინანსებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.



დავით ნარმანიას ინფორმაციით, დაფინანსებაზე უარის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გაეგზავნება კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც აბონენტზე გადასახადის დარიცხავს ჩვეულებრივი წესით განახორციელებენ.



„პლატფორმა იქნება ელექტრონული ფორმატის, ვებგვერდზე, მას ექნება ორი მთავარი ფუნქცია. ერთი კალკულატორი, ანუ მომხმარებელს ექნება საშუალება, გამოიანგარიშოს გადასახდელი თანხა ან თანხა, რომელიც მას კომუნალური სუბსიდიის სახით აქვს დარიცხული და მეორე ფუნქცია, უარის თქმა, რომ სახელმწიფომ დაუფინანსოს კომუნალური გადასახადები. ამის შემდეგ ინფორმაცია ავტომატურად გაეგზავნება კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, რომ მათ დარიცხვა ჩეულებრივი წესით განახორციელონ ამ აბონენტზე და გაუგზავნონ ქვითარი გადახდის მიზნით“, – აღნიშნა ნარმანიამ.



მისი თქმით, აღნიშნულ პლატფორმაზე მუშაობა სემეკ-მა გუშინვე დაიწყო.




„პლატფორმაზე გუშინვე დავიწყეთ მუშაობა, როგორც კი სახელმწიფო კანცელარიიდან მივიღეთ თხოვნა, რომ მოგვეფიქრებინა ისეთი მექანიზმი, რომელიც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პირებს სახლიდან გაუსვლელად მისცემდა საშუალებას, სურვილის შემთხვევაში უარი ეთქვათ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე და ამით დაეზოგათ გარკვეული საბიუჯეტო სახსრები, რომელიც შესაძლოა, ამ ძნელბედობის ჟამს მთავრობამ გამოიყენოს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებაზე“, – განაცხადა სემეკ-ის ხელმძღვანელმა.



დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ პლატფორმა მომდევნო კვირაში მზად იქნება.



„ვვარაუდობთ, რომ მომდევნო კვირისთვის უკვე იქნება პლატფორმა და მივაწვდით აუცილებლად მომხმარებელს ინფორმაციას, რომელ ვებგვერდებზე გათავსდება ის, სად შეეძლებათ, ნახონ და განახორციელონ შესაბამისი ქმედებები“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.



გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მომხმარებელს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up