დავით ნარმანია - ნონსენსური ვითარება გვაქვს - ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა

დავით ნარმანია - ნონსენსური ვითარება გვაქვს - ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა

access_time2020-12-30 10:42:16

უწყინარი ჰესები, სადაც საშუალება გვეძლევა, აუცილებლად უნდა აშენდეს და განვითარდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი რესურსი იქნას გამოყენებული ჩვენს ელექტროენერგიის კალათაში , - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.



მან განმარტება საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰესებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ ექსპლუატაციის ვადა და დადგენილი მაქსიმალური სიმძლავრე, რომელსაც ეს ჰესები რეაბილიტაციის მიუხედავად ვერ გადააჭარბებენ.



ამასთანავე, ნარმანიამ აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტად განვითარდება ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა.




„საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰესებს აქვთ თავისი ექსპლუატაციის ვადა და აქვთ თავისი მაქსიმალური სიმძლავრე მასზე მეტს ვერ გამოიმუშავებენ, თუმცა იქ, სადაც რემონტები შესაძლებელია, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და როცა ჰესების ტარიფს ვადგენთ კაპიტალურ ხარჯებს ვითვალისწინებთ, რათა მოხდეს ჰესების შეკეთება და თუ რამე დანაკარგი აქვთ, მეტი გამოიმუშაონ ასეთმა ჰესებმა. მაგალითად, „ენგურჰესი“, რომელიც იანვრიდან აპრილის ბოლომდე გაჩერდება და სერიოზული რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ეს ითვალისწინებს, რომ გვირაბში არსებული დანაკარგები რაც აქვს ამ ჰესს, ეს დანაკარგები აღარ იყოს და ამის შედეგად გამომუშავება გაიზრდება, დაახლოებით, 15%-მდე დანაკარგი რაც აქვს არ იქნება ამ რეაბილიტაციის მერე, მაგრამ მასზე მეტს ხომ ვერ გამოიმუშავებს?! იმიტომ, რომ აქვს თავისი სიმძლავრე. რაც უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იქნება, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა, ზოგადად ევროპაშიც ასეა და ყველა ნორმალურ და განვითარებად ქვეყანაში, რომ რამდენი პროცენტითაც იზრდება ეკონომიკა, იმის ადეკვატურად თითქმის იმდენივე პროცენტით იზრდება ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი ვერც საქართველო ვერ იქნება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის უწყინარი ჰესები გაკეთდეს. რაღაც ნონსენსური ვითარება გვაქვს - ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს და მეორე მხრივ, ასევე აპროტესტებენ სოციალურ ქსელებში იმას, რომ რატომ ძვირდება ტარიფი და ეს ასე არ გამოვა“, - განაცხადა ნარმანიამ.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up