დავით ნარმანია: მერიას მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასების მომატების რესურსი არ აქვს

დავით ნარმანია: მერიას მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასების მომატების რესურსი არ აქვს

access_time2016-03-01 13:28:28

თბილისის მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსები არ აქვს, - ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლების მემანქანეების მიერ წინასაგაფიცო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით. 


"რაიმე არსებითი მოთხოვნა არ არის, არის სოლიდარობის ნიშნად მათი გამოსვლა, რომელსაც ადმინისტრაცია ადეკვატურად უპასუხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მათ გვერდით ვდგავართ", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 


ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა აქციის მონაწილეებს, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, მეტროს მემანქანეებს მისი მოადგილე კურატორი შეხვდება. 


"მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს", - აღნიშნა დავით ნარმანია. 



თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო. 


მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ. 


აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დღევანდელი საგაფიცვო მოქმედებების დაწყების მიუხედავად, მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს. 

 

ინტერპრესნიუსი



გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up