დავით ნარმანია კონტრაქტორი კომპანიებისგან სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას „უმკაცრესად“ ითხოვს

დავით ნარმანია კონტრაქტორი კომპანიებისგან სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას „უმკაცრესად“ ითხოვს

access_time2016-02-22 09:25:57

თბილისის მერი დავით ნარმანია ბარათაშვილის ხიდსა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა. თბილისის მერთან ერთად, ობიექტებზე ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდნენ. 


თბილისის მერის დავალებით, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 15 მარტს დასრულდება.


“ბარათაშვილის ხიდზე, ზემოთ, მთლიანად მოძრაობა თავიდან ბოლომდე უნდა აღდგეს 15 მარტისთვის, ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა, ისევე, როგორც ხარისხიანად სამუშაოების შესრულება ყველა კომპანიასთან მიმართებაში არის ჩვენი უმკაცრესი მოთხოვნა. ამიტომაც, ვაწარმოებთ ყველა პროექტის მონიტორინგს, რათა შევამოწმოთ პროექტების მიმდინარეობის ვადიანობა, თუ რამდენად დროულად ასრულებენ სამუშაოებს და ასევე შევამოწმოთ ხარისხი. 


შესაბამისად, მიეცათ მშენებელ კომპანიებს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად იმუშაონ და ჩვენი ზედამხედველობის და ასევე, კეთილმოწყობის სამსახური უმკაცრეს მონიტორინგს განახორციელებენ პროექტის მიმდინარეობასა და ხარისხიან შესრულებაზე. მედიის მეშვეობით, ჩვენ გვსურს ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ქალაქში. 

 

2016 წელი ძალიან აქტიური სამუშაოების წელი იქნება” - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 


ამ დროისათვის, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები  ბოლო ფაზაშია შესული, დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, სრულდება მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე. მიმდინარეობს ასფალტიძველი საფარის დემონტაჟი და ბორდიურზე ახალი ფილების დაგება. სამუშაოების დასრულების შემდგომ, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება.

 

ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან  ხიდის რეაბილიტაციისთვის 1,970,000  ლარი დაიხარჯება.


რაც შეეხება ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები. ობიექტზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მომზადდა პლატფორმა და მიმდინარეობს ბურჯებისთვის ხიმინჯების მოწყობა.


რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ძეგლი შეფუთულია სპეციალური მასალით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი, კვლავ, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. 


პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. 


აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.


პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს. 


სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.



„თბილის ცენტრალში“ არსებული „ოქროს ბირჟა“ გახნისთვის ჯერ მზად არ არის

„თბილის ცენტრალში“  არსებული  „ოქროს ბირჟა“  გახნისთვის ჯერ მზად არ არის
access_time2020-06-02 16:00:53
დღეიდან თბილისის მასშტაბით ოქროს ბირჟები გაიხსნა. 10 ივნისიდან კი „თბილისი ცენტრალში“  მდებარე ოქროს სავაჭრო სივრცეც განაახლებს მუშაობას. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ობიექტის გახსნის გადადების  მიზეზი, პანდემიის გამო  დაწესებული რეგულაციებია,  რომლის მომზადებაც „თბილისი ცენტრალის“ „ოქროს ბირჟამ“ ვერ...

რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისათვის - როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან

რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისათვის - როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან
access_time2020-06-02 15:30:14
სოციალური ქსელები, დისტანციური კომუნიკაციის აპლიკაციები, ონლაინ თამაშები თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები თანამედროვე რეალობაში გართობისა და კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებული საშუალებებია. სამწუხაროდ, მათ გამოყენებას გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა კიბერბულინგი, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელი აღმოჩნდეს. კიბერბულინგს ხშირად, ჩვენი ან ჩვენ შესახებ სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული პერსონალური ინფორმაცია იწვევს. ინტერნეტ...

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
access_time2020-06-02 13:30:49
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების...

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი
access_time2020-06-02 14:30:07
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად....

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...


მსგავსი სიახლეები

up